აი, რატომ მოიქცა ბეილი უცნაურად - "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ყველაფერი განმარტა

image


"ლევანტესთან" გატანილი პენალტის შემდგომ, გარეტ ბეილი ფრიად განრისხდა და არც გოლი აღნიშნა. მან ჯერ ლუკას ვასკესი მოიცილა თავიდან და თავის ნახევარს ისე დაუბრუნდა, რომ ახლოს არავინ გაიკარა.

ბეილის ქცევას ჩვენთვის ცნობილი პერსონაც გამოეხმაურა.

ესპანურ რადიოპროგრამა "El Transistor"-თან საუბრისას, მადრიდის "რეალისა" და დონეცკის "შახტარის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ ამ გზით, გარეტ ბეილმა სანტიაგო სოლარის პირდაპირი შეტყობინება გაუგზავნა და ამცნო, რომ კლუბში თავისი მდგომარეობითა და პოზიციით უკმაყოფილოა.

"იცით რას ნიშნავდა ბეილის ამგვარი ქმედება? მატჩის მიმდინარეობისას, სანტიაგო სოლარიმ სამ ფეხბურთელს მოუწოდა გახურებისკენ - მარკო ასენსიოს, ფედერიკო ვალვერდეს და გარეტ ბეილს. თუმცაღა, არგენტინელმა სპეციალისტმა ბეილის ნაცვლად მოედანზე პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი შეუშვა. თუკი შეცვლების განხორციელებასა და მინდორზე ბეილის, ასენსიოს და ვალვერდეს გაყვანაზე ფიქრობთ, მოედანზე პირველი აუცილებლად გარეტ ბეილი უნდა შეუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უელსელი ყველას ტვინს შეუჭამს, ისევე როგორც ეს "ლევანტესთან" მოხდა." - ციტირებს 59 წლის შუსტერის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ შუსტერი "რეალის" სათავეში 2007-2008 წლებში იმყოფებოდა.

აქვე იხილეთ სტატია - რა სჭირს გარეტ ბეილს ?


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება