Food Tips and Chef's Answers


კეილორ ნავასი - ვარდისფერი პანტერა

image


ორშაბათს, „ვალდებებასის“ ბაზაზე, მადრიდის „რეალმა“ ვარჯიში განაახლა.

ყურადღების ცენტრში, „სამეფო კლუბის“ მეკარე კეილორ ნავასი მოექცა, რომელიც ვარჯიშზე ვარდისფერი ხელთათმანებითა და ამავე ფერის ბუცებით გამოცხადდა.

„ლოს ბლანკოსი“ სამი დღის განმავლობაში ისვენებდა, რის შემდგომაც, ფეხბურთელები აქტიურ ვარჯიშს დაუბრუნდნენ. გუნდის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კოსტა რიკელმა გოლკიპერმაც ივარჯიშა.

საერთაშორისო პაუზის პერიოდში, ნავასი კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს, რის გამოც, იგი მადრიდში დარჩა. 31 წლის მეკარე ხულენ ლოპეტეგისა და სამწვრთნელო შტაბის დაქვემდებარების ქვეშ განაგრძობდა ვარჯიშს და მათ მითითებებს ასრულებდა.

ამ ეტაპზე, გოლკიპერის მთავარი მიზანი მადრიდის „რეალის“ საწყისი მეკარის, პირველი არჩევანის სტატუსის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ნავასი ვარჯიშებზე ყოველთვის მოტივირებული და ფოკუსირებულია, მისი ინტენსივობა როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებზე ყველაზე მაღალია.

ნავასი ბოლოს, „ლა ლიგის“ მეორე ტურის ფარგლებში, „ჟირონას“ წინააღმდეგ მატჩში ვიხილეთ. მესამე მატჩში „ლეგანესის“ წინააღმდეგ, მადრიდელების კარს უკვე ბელგიელი ტიბო კურტუა იცავდა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, "ლა ლიგის" მეოთხე ტურის ფარგლებში, ბილბაოს "ატლეტიკი" მადრიდის "რეალს" "სან მამესის" მოედანზე მასპინძლობს.





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება