რა სჭირს გარეტ ბეილს ?

image


მიმდინარე სეზონში, გარეტ ბეილის ურთიერთობა მადრიდის "რეალის" თანაგუნდელებთან გაუარესდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

ესპანური რადიოსადგურის "Cadena Ser"-ის ინფორმაციით, ბეილი განარისხა მარსელოსა და ტიბო კურტუას კრიტიკამ, რომელიც უელსელის პირად ცხოვრებასა და გუნდთან მისი ინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა.

უელსელი ბევრად უფრო პრივატულია პერსონაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და სხვა მოთამაშეებთან შედარებით, მეტი ინდივიდუალიზმით ხასიათდება. ბეილს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 2013 წლიდან, მაშინ, როდესაც იგი მადრიდში ჩამოვიდა, ესპანურის შესასწავლად არაფერი გაუკეთებია. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, მარსელომ ასეთი რამ განაცხადა: "კიკო კასილიას წასვლის შემდგომ, გასახდელში გვერდით აღარავინ მყავს. მართალია, იქ ბეილია, მაგრამ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეუძლია. გამარჯობა, სალამი და ნახვამდის - მხოლოდ ასეთ სიტყვებს თუ ვეუბნები."

მადრიდში, საკუთარ რეზიდენციასთან, ბეილმა გოლფის პატარა მინდორიც აიშენა. ეს ფაქტი კი კურტუას მხრიდან წამოსული კრიტიკის საფუძვლად იქცა. ბელგიელმა გოლკიპერმა თანაგუნდელებში ბეილს ზედმესახელად "გოლფისტი" შეარქვა.

ცოტა ხნის წინ, 8 იანვარს, "სოსიედადთან" მატჩის მიმდინარეობისას, ბეილმა მატჩი 78-ე წუთზე დატოვა, "ატლეტიკოსთან" გამართულ დერბიში კი გულშემატკივრებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ეს ფაქტორებიც ბეილის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ და ამ ამბების გამო, უელსელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

"ლევანტესთან" გატანილი გოლი ბეილს ფაქტობრივად არც აღუნიშნავს. მან ჯერ ლუკას ვასკესი მოიცილა თავიდან და არც შემდგომ გაიკარა ვინმე ახლოს.

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდგომ, ბეილისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე, სანტიაგო სოლარის მთელი აქცენტი 18 წლის ვინისიუსისკენ უფროა და ბეილი მასთან კონკურენციაში მარცხდება. მიუხედავად ამისა, არგენტინელი თავკაცი უელსელი ფეხბურთელის მიმართ კეთილ სიტყვებს არ იშურებს.

ჟურნალ "FourFourTwo"-სთან საუბრისას, ბეილმა აღიარა, რომ ზინედინ ზიდანთან არცთუ სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდა, ამ სეზონში კი იგი გუნდთან გაცილებით უფრო ნაკლებადაა შეზრდილი. "ლოს ბლანკოსის" ბოლო ნადიმს კროოსთან ერთად არც ბეილი არ ესწრებოდა. კურტუას აზრით, ნადიმი გვიან გაიმართა და ბეილმა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნას ძილი ამჯობინა.

წყარო: ესპანური სპორტული გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა