Food Tips and Chef's Answers


რა გადაწყვიტა მარსელომ ? - ესპანური ტელეარხი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

image


ესპანური ტელევიზიის "Telemadrid"-ის ინფორმაციით, მარსელოს მადრიდის "რეალის" დატოვება განუზრახავს.

როგორც ირკვევა, ამ კვირაში, ბრაზილიელი ფულბექი მადრიდის "რეალის" მენეჯმენტს უკვე ორჯერ შეხვდა და თავისი სურვილის შესახებ აცნობა. მას "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ასპარეზობა სურს.

30 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" დატოვებას გასული ზაფხულიდან უწინასწარმეტყველებენ და მაშინ შექმნილ ვითარებას მარსელო შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

"მე ბედნიერი ვარ მადრიდში, ხალხმა იცის, რომ ეს ჩემი სახლია. კონტრაქტში კიდევ მაქვს დრო დარჩენილი და აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ბევრი ნონსენსი მინახავს ჩვენს კლუბში, მაგრამ როგორც ვთქვი, ვინისიუსის მსგავსად ენერგიით აღსავსე ვარ და დადებითად ვარ განწყობილი, თავს ისე ვგრძნობ როგორც 18 წლისა, აქ ბოლომდე დავრჩები." - განაცხადა მცველმა.

ამ ინტერვიუს შემდგომ, მარსელოს სიტუაცია მადრიდში კვლავ შეიცვალა. ბრაზილიელმა სასტარტო შემადგენლობაში სერხიო რეგილონთან კონკურენცია წააგო. 22 წლის რეგილონი რეგულარულად ხვდება "ლოს ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში. ამის ფონზე, მარსელოს ურთიერთობა სანტიაგო სოლარისთან გაუარესდა და მიმდინარე სეზონში არცთუ გამორჩეული ასპარეზობის ფონზე, ბრაზილიელისადმი მიმართულმა კრიტიკამ იმატა.

პარალელურად, რეგულარულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია მარსელოს პოტენციური ტრანსფერის ირგვლივ.

რიგი იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" მარსელოს სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდის და ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტურინული კლუბი მარსელოს წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

თუმცაღა, "ლოს ბლანკოსს" ეს თანხა არ აკმაყოფილებს და მარცხენა მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. ეს ინფორმაცია კი "transfermarkt.com"-ს ეკუთვნის. აღნიშნულ ვებგვერდზე ბრაზილიელი მარსელო ჟორდი ალბასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველია.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება