ფლორენტინო პერესმა თავისი მემკვიდრე დაასახელა - ცნობილი სპორტსმენი "რეალის" პრეზიდენტად ?

image


მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ესპანელი ჩოგბურთელი და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი მადრიდის „რეალის“ დიდი გულშემატკივარია.

2011 წლის მარტში, ფლორენტინო პერესმა ესპანელი ჩოგბურთელი საპატიო წევრის ორდენით დააჯილდოვა.

„ლოს ბლანკოსის“ პრეზიდენტს ნადალი ძალიან მოსწონს და ესპანელს „მსოფლიო მასშტაბით, მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ელჩი“ უწოდა.

მომავალში, რაფაელ ნადალი შესაძლოა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი გახდეს, რაც პერესმაც აღნიშნა: „მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს რაც შეეხება, ნადალი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა.“

უკვე 15 წელია, რაც ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტია და მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს დიდი ხანია, რაც ყველასთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს როგორც საკუთრივ სპორტის სპექტრში, ასევე მის გარეთ.

ნადალის კაპიტალი (“Net Worth”) 200 მილიონ ევროზე მეტ თანხადაა შეფასებული, რაც მის მიერ არაერთი ტურნირისა და საპრიზო თანხის მოგების შედეგია.

იმისათვის, რომ ვინმემ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს, იგი როგორც მინიმუმ, 20 წლის განმავლობაში უნდა იყოს კლუბის წევრი.

აღნიშნულის გამო, მხოლოდ და მხოლოდ 2031 წლის შემდგომ, „სამეფო გუნდს“ შესაძლოა სწორედ ნადალი გაუძღვეს, რა დროისთვისაც, იგი უკვე 45 წლის იქნება.

“მინდა, რომ მადრიდის „რეალის“ თავჯდომარე გავხდე.“ - გამოტყდა ნადალი. - „კლუბს დიდებული პრეზიდენტი ჰყავს და მისი პოსტის დაკავებაზე ამ ეტაპზე ვერც ვიფიქრებ და არც არის გამართლებული.“

„კლუბის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დავალებებს, მადრიდის "რეალი" შესანიშნავად ართმევს თავს. არ მგონია, რომ „სამეფო გუნდს" ვესაჭიროებოდე, მაგრამ ის, თუ რა მოხდება მომავალში არავინ იცის, ვერაფერს გამორიცხავ." - ციტირებს ნადალის სიტყვებს "Reali.Ge".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა