სერხიო რამოსის დებიუტიდან 13 წელიწადი გავიდა
13 წლის წინ, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, საიდანაც ესპანელი ფეხბურთელის ლეგენდარული თავგადასავალიც დაიწყო.
2005 წლის 10 სექტემბერს, "ლოს გალაქტიკოსის" რიგებში, „სელტას“ წინააღმდეგ, სერხიო რამოსმა თავისი პირველი მატჩი ჩაატარა, რაც „სამეფო კლუბში“, რამოსის პირველი სათამაშო წუთები გახლდათ. ამას სერხიოს დაუვიწყარი მომენტებითა და ტიტულებით დახუნძლული კარიერაც მოჰყვა.
ფეხბურთელის მიერ მოგებული ჯილდოები, მართლაც რომ არავის დატოვებს გაწბილებულს: სერხიო რამოსმა 4 ევროპის თასი, 3 მსოფლიო საკლუბო თასი, 3 ევროპის სუპერთასი, 4 ლიგა, 2 ესპანეთის საფეხბურთო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
2018/19 წლების კამპანია, რამოსისთვის "რეალში" გატარებული მე-14 სეზონი იქნება. მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, რამოსს 568 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით, საერთო სიაში, მათთან შედარებით ვისაც "რეალში" ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაუტარებია, რამოსი მე-8 პოზიციას იკავებს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამოსმა „რეალში“ არაერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, მათ შორის ევროპის თასზე ლისაბონსა და მილანში, ასევე დასამახსოვრებელია მის მიერ მოწინააღმდეგის კარის აღება 2014 წლის მსოფლიო საკლუბო თასზეც.
„ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში, რამოსს 76 გოლი აქვს გატანილი.
2005 წლის დეკემბერში, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ, სერხიომ თავისი პირველი გოლის გატანა მოახერხა, რის შემდგომაც, ესპანელს უკვე ყველა სეზონში გააქვს გოლი.
რამოსმა მიმდინარე წლის „ლა ლიგის“ გათამაშებაც შესანიშნავად დაიწყო - 32 წლის ფეხბურთელმა უკვე 4 გოლის გატანა შეძლო.
ბოლო სიახლეები