მიზეზი, რის გამოც "FIFA 19"-ის გარეკანიდან კრიშტიანუ რონალდუ მოხსნეს » "რეალის" ფან-კლუბი


მიზეზი, რის გამოც "FIFA 19"-ის გარეკანიდან კრიშტიანუ რონალდუ მოხსნეს

image


"FIFA 19"-ის ოფიციალურად გამოსვლამდე, ვიდეო თამაშის შემქმნელებს დიდი შრომა მოუწიათ. მათ თამაშის გარეკანზე კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" მაისურით დაიტანეს, მაგრამ "იუვენტუსში" განხორციელებული ტრანსფერის შემდგომ, "EA Sports"-ს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რომ ყდა კვლავ შეეცვალა.

რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ ვიდეო თამაშის ქოვერიდან კრიშტიანუ რონალდუ მოხსნა და მის ნაცვლად დე ბრუინი, დიბალა და ნეიმარი მოათავსა.

საკუთრივ თამაშის შიგნითაც, რონალდუს ფოტო "აიაქსის" ფეხბურთელის ალექს მორგანითაა ჩანაცვლებული.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასახსნელად, ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "AS" "EA Sports" დაუკავშირდა.

კომპანიის პასუხი ამგვარი გახლდათ: "ჩვენ ადგილს ვუთმობთ მსოფლიო ფეხბურთის სხვადასხვა გამოჩენილ ვარსკვლავებს."

თუმცაღა, "იუვენტუსის" ფეხბურთელის შესახებ გაუპატიურების ბრალდებები ჯერ კიდევ ცირკულირებს და სწორედ ეს გარემოება ივარაუდება რონალდუს "FIFA 19"-დან მოხსნის ერთ-ერთ დეტერმინანტად.

ოქტომბერში, სხვადასხვა ჭორების გავრცელების ფონზე, "EA Sports"-მა ამგვარი განცხადება გააკეთა: "ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. ათლეტებისგან და სახეებისგან ისეთ ქცევას ველით, რომელიც "EA"-ის ღირებულებებს შეესატყვისება."


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა