გარეტ ბეილმა გადაწყვეტილება მიიღო

image


გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა.

29 წლის უელსელი ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებაზე ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულების შემდგომ ჩაფიქრდა, რადგანაც კლუბში თავისი როლით უკმაყოფილო იყო. თუმცაღა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის ფონზე, გარეტ ბეილმა "სამეფო კლუბში" დარჩენა ამჯობინა.

ახლა კი ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები გვარწმუნებენ, რომ გარეტ ბეილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ლოს ბლანკოსში" თამაში და კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ბეილით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი. როგორც ჩანს, მათ მოცდა მოუწევთ, რადგანაც უახლოეს მომავალში, უელსელი ვარსკვლავი "პრემიერ ლიგას" არ მიაშურებს.

მიმდინარე სეზონში, გარეტ ბეილმა 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. "რეალის" მაისურით მან 28 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გუნდის გოლების უმრავლესობა კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ ბეილის მიმდინარე კონტრაქტი "თეთრებთან" 2022 წელს იწურება.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა