მადრიდის "რეალი" "ნაპოლის" ნახევარმცველით დაინტერესდა

image


მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ ნახევარმცველით პიოტრ ზელინსკით დაინტერესდა.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში, პოლონელი ფეხბურთელი ნეაპოლელებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება კი 2023 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, ფეხბურთელის გაფორმებას მადრიდის „რეალიც“ შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, "ნაპოლის" ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 100-120 მილიონი ევრო იქნება.

გასულ კვირას, „უეფას“ ერთა ლიგის ფარგლებში, 24 წლის ნახევარმცველმა იტალიის ეროვნულ ნაკრებს გოლიც გაუტანა, რის შედეგადაც, მატჩი პოლონეთისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ ზელინსკი „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2016 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, „სერია A”-ს პირველ სამ მატჩში, პოლონელმა 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

წყარო: იტალიური გამოცემა "Calciomercato".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა