დანი კარვახალის ღირსეული საქციელი ლიუკ შოუს დაზიანების შემდგომ

image


ბურთზე ბრძოლისას, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი დანი კარვახალი და მისი ინგლისელი ვიზავი ლიუკ შოუ ერთმანეთს შეეჯახნენ. ინციდენტის გამო, შოუმ ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო, რამაც კარვახალიც შეძრა.

ეპიზოდი „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრაში, ესპანეთისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში, შოუ კარვახალს შეეჯახა და დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო.

ესპანელი იმწამსვე მივიდა შოუსთან, რათა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობა შეემოწმებინა. კარვახალი შემდგომი 6 წუთის განმავლობაშიც არ მოსცილებია შოუს. პარალელურად, სამედიცინო პერსონალი 23 წლის ფეხბურთელს დახმარებას უწევდა.

შოუმ მოედანი საკაცის მეშვეობითა და ჯანგბადის ნიღბით დატოვა, რის შემდგომაც იგი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

მატჩის დასრულებით შემდგომ, კარვახალი ინგლისის ეროვნული ნაკრების გასახდელში შევიდა, რათა ფეხბურთელისთვის ბოდიში მოეხადა. მას შემდგომ, რაც შეიტყო, რომ ლიუკ შოუ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, დანი კარვახალმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ შოუს თანაგუნდელ დავიდ დე ხეას მცველის ტელეფონის ნომერი გამოართვა და მას პირადი შეტყობინება გაუგზავნა.

ინგლისელმა დამოუკიდებლად შეძლო კარვახალისთვის პასუხის გაცემა და მასთან საუბრისას, თავადაც აღნიშნა, რომ ესპანელს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და რომ ინციდენტი მხოლოდ სათამაშო ეპიზოდი იყო.

„ყველას დიდი მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის. თავს კარგად ვგრძნობ და საუკეთესო ხელში ვარ. მე მებრძოლი ვარ, ასე რომ მალე დავბრუნდები.“ - ეს სიტყვები ლიუკ შოუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Marca".


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა