რა ხდებოდა სოლარისა და პერესის შეხვედრაზე, რომელიც 2 საათი გაგრძელდა?

image


სამშაბათს ღამით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი ერთმანეთს შეხვდნენ. ამგვარი შეხვედრები უჩვეულო ნამდვილად არაა, მითუმეტეს იზოლირებულად, რადგანაც პერესი ყველა მატჩის შემდგომ სტუმრობს "ლოს ბლანკოსის" გასახდელს.

ამჯერად, შეხვედრა სეზონის უმნიშვნელოვანეს მომენტში შედგა, როდესაც მადრიდის "რეალი" "ჟირონასთან" სახლში განცდილ მარცხისგან მიღებულ ჭრილობას იშუშებს.

ესპანური წყაროს "El Chiringuito de Jugones"-ის ინფორმაციით, შეხვედრამ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გასტანა. პერესს სურდა შემადგენლობის ამჟამინდელი მდგომარეობა შეეტყო, განსაკუთრებით "ჟირონასთან" მარცხის შემდგომ, რამაც "თეთრების" ირგვლივ ცოტა ხნის წინ არსებული ეჭვები კვლავ გააჩინა.

მადრიდის "რეალი" მართლაც შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ "ლა ლიგის" მატჩში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ეს ბრწყინვალე სერია შეწყდა.

სოლარის როტაციამ "ჟირონასთან" არ გაამართლა და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ "რეალი" სიღრმეში კვლავ კრიზისში იმყოფება.

ფლორენტინო პერესის თაოსნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას არ სურს "სამეფო კლუბში" რაიმე სახის სისუსტისა და უშედეგო გადაწყვეტილებების ხილვა, თუმცა მენეჯმენტი სოლარისა და ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა და კვირას, "ლევანტესთან" დაპირისპირებას ყველანი ყურადღებით მივადევნებთ თვალს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა