ტონი კროოსი - პასების მეფე

image


მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი კვლავ პასების მეფეა.

„ლა ლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი პასი სწორედ 28 წლის ფეხბურთელს აქვს გაკეთებული. კროოსი შესრულებული გადაცემების სიზუსტის მაჩვენებლითაც ლიდერობს.

ტონი კროოსი ბურთის გადაცემის ნამდვილი სპეციალისტია. იგი თავის მოქნილობასა და ტექნიკას, მადრიდის „რეალში“ გადმოსვლის მომენტიდანვე ბრწყინვალედ დემონსტრირებს.

მიმდინარე „ლა ლიგის“ კამპანიაც, გერმანელმა ჩვეულ სტილში წამოიწყო. იგი განაგრძობს ზუსტი გადაცემების განხორციელებას - ის, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი სამი მატჩის სტატისტიკა ზემოთაღნიშნულს ნათლად ცხადჰყოფს. კროოსს "ლა ლიგაში" ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული, ზუსტი რიცხვი 322 გახლავთ. მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 96.7%-ია.

შორეული, ახლო, ფლანგზე თუ სიღრმეში - ტონი კროოსის ყველა პასი დიდებულია.

უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში, ტონი კროოსი თავის კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. უფრო ზუსტად, "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს 264 პასი აქვს გაკეთებული, სერხიო რამოსს - 245, აისა მანდის - 244, მარკ ბარტრას - 231, დანი კარვახალს კი 220.

„ლა ლიგის“ იმ მოთამაშეებთან შედარებით, რომელთაც 20 ან მეტი გადაცემა აქვთ შესრულებული, ტონი კროოსი პასების სიზუსტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ფლობს.

შესრულებული გადაცემების სიზუსტეში, გერმანელ ფეხბურთელს თანაგუნდელები კვალდაკვალ მოჰყვებიან, მაგრამ ვერ ჯობნიან. დანი სებალოსის პასების სიზუსტე 96.67%-ია. ამ უკანასკნელს, „ბარსელონას“ ფეხბურთელი ნელსონ სემედუ მოჰყვება 96.43%-ით, მომდევნო ადგილებს კი "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი და 27 წლის ლუკას ვასკესი ინაწილებენ, შესაბამისად 95.33% და 95,24% მაჩვენებლით.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა