მარსელო კრიტიკოსებს სარკასტულად გამოეხმაურა

image


უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები ცუდი პერფორმანსების ფონზე, მარსელოს მადრიდის "რეალის" ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებიც კი ინტენსიურად აკრიტიკებენ.

ბრაზილიელისადმი მიმართული კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა "ჟირონასთან" დამარცხების შემდგომ. სწორედ მარსელოს დაგვიანებული რეაქციის შედეგი იყო პორტუს მიერ გატანილი გოლი, რამაც "რეალს" ქულები დააკარგვინა. მცველის ცუდი თამაში ცეცხლზე ნავთის დასხმა აღმოჩნდა.

მადრიდის "რეალის" მხარდამჭერ ერთ-ერთ "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც მარსელოსა და რეგილონის შედეგებია შედარებული. ფოტოზე ნაჩვენებია, რომ მარსელოს ბოლო 9 მატჩში, "სამეფო კლუბმა" მხოლოდ 1 თამაშის მოგება შეძლო. სამაგიეროდ, რეგილონის ასპარეზობის დროს, მადრიდის "რეალმა" 8-დან 8 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ფოტოზე მითითებული იყო კითხვა: "რატომ ხვდება მარსელო ძირითად შემადგენლობაში? მე ის მიყვარს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ."

როგორც ჩანს, მოვლენების ამგვარმა ანალიზმა მარსელო გააღიზიანა და მან პოსტზე ამგვარი კომენტარი დატოვა: "ყველაფერი ჩემი ბრალია!!! ჩვენ ვაგრძელებთ."

ფაქტია, რომ სანტიაგო სოლარი რეგილონს ენდობა და 22 წლის ფეხბურთელის მოედანზე გამოყვანის გაბედულ გადაწყვეტილებას სათანადო შედეგიც მოაქვს.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა