მარსელოსა და რეგილონის მაჩვენებლების შედარება - ნახეთ მოულოდნელი და გასაკვირი სტატისტიკა

image


დღეს, საკუთარ მოედანზე, მადრიდის "რეალი" "ჟირონასთან" 1:2 ანგარიშით დამარცხდა.

მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში, "ბლანკოსი" მეშვიდედ დამარცხდა.

მადრიდი საკუთარ კარში ბევრ გოლებსაც უშვებს - გუნდს 29 გოლი აქვს მიღებული, რაც ერთ მატჩში საშუალოდ ერთზე მეტი ბურთის გაშვებას უდრის.

აღსანიშნავია, რომ "რეალის" მაჩვენებლები გაცილებით უარესია, როდესაც დაცვის მარცხენა ფლანგზე "ფიფასა" და "უეფას" 2018 წლის სიმბოლური გუნდის წევრი მარსელო თამაშობს.

მაშინ, როდესაც ბრაზილიელი მადრიდის "რეალის" რიგებშია, გუნდი "ლა ლიგაში" თითო გოლს უშვებს საშუალოდ 52 წუთში. შედარებისათვის, გაცილებით უკეთესია მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილის 22 წლის სერხიო რეგილონის სტატისტიკა - მისი ასპარეზობის დროს, "სამეფო კლუბი" საშუალოდ 135 წუთში უშვებს გოლს.

ამას გარდა, რეგილონის მოედანზე ყოფნისას, "რეალმა" ჩემპიონატში 8-დან 8 მატჩის მოგება მოახერხა. აღნიშნულის ფონზე, მარსელოს სტატისტიკა შემზარავია - ბრაზილიელმა სასტარტო შემადგენლობაში 9 მატჩი დაიწყო და აქედან 6 შეხვედრა "თეთრებმა" წააგეს, 2 მატჩი ფრედ დაამთავრეს, 1 კი მოიგეს.

წყარო: "MisterChip."
loading...







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა