სერხიო რამოსს რაულის რეკორდის მოხსნა შეუძლია

image


სერხიო რამოსს მადრიდის "რეალის" მაისურით უკვე 600 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით, იგი კლუბის საერთო სიაში მე-7 პოზიციას იკავებს და მე-6 პოზიციაზე მყოფი რაულ გონსალესის რეკორდის - 741 მატჩის განმეორება შეუძლია.

რამოსმა მადრიდში 14 სეზონი დაჰყო და ერთ სეზონში საშუალოდ 42 მატჩს ატარებს. იმისათვის, რომ მან რაულის რეკორდი მოხსნას, მაღალ დონეზე ასპარეზობა და სასტარტო თერთმეტეულში ყოფნა მართებს. 32 წლის ასაკში, რამოსს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას. ის ჯანმრთელია, კარგად თამაშობს და ტრავმებისგანაც შორსაა - ასაკი მას ვერ აჩერებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.

კიდევ ერთი გადამწყვეტი ასპექტი "სანტიაგო ბერნაბეუსთან" კონტრაქტია. რამოსს კონტრაქტში კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი და ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში, დაახლოებით 2021 წლის ივნისის მიწურულისათვის, რამოსს შეეძლება რაულის მიღწევის განმეორება.

გოლების თვალსაზრისითაც, რამოსი საუკეთესო სეზონს ატარებს - მან მეტოქე გუნდების კარი 11-ჯერ აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ვეტერანია და ერთ-ერთი ყველაზე უფროსი ფეხბურთელია კლუბში, მაინც თითქმის ყოველთვის მოედანზეა. წელს კაპიტანმა "ესპანიოლის" წინააღმდეგ 45 წუთი გამოტოვა, ესპანეთის საფეხბურთო თასის 2 მატჩში ვერ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის 2 დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწია.

მიმდინარე კამპანიაში, რამოსზე მეტი წუთი მინდორზე არავის დაუყვია.

ყველა წინაპირობა არსებობს საიმისოდ, რომ რამოსი "ბერნაბეუზე" დარჩეს და ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკოს შესანიშნავი რეკორდი მოხსნას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა