სალაჰთან ინციდენტის შემდგომ, რამოსი პირველად წარსდგება ინგლისელი გულშემატკივრების წინაშე

image


ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპულის“ თავდამსხმელის სალაჰის წინააღმდეგ საკამათო ეპიზოდის შემდგომ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ინგლისში პირველად იასპარეზებს.

დღეს, ინგლისის ეროვნული ნაკრები ესპანეთს „უემბლიზე“ უმასპინძლებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული ინციდენტის გამო, სერხიო რამოსი მის მიმართ რაიმე უარყოფით რეაქციას მაინც არ ელის.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რამოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოწინააღმდეგის განზრახ დაზიანება მისი მიზანი არ ყოფილა.

აი, რა განაცხადა 32 წლის მცველმა:

„გულშემატკივრების მხრიდან, ჩემს მიმართ გამოხატულ შესაძლო უარყოფით რეაქციაზე საერთოდ არ ვფიქრობ.“

„ნამდვილად არ მინდოდა, რომ მოედანზე ჩემი კოლეგა დამეზიანებინა."

"რადგანაც მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ღამით, განზრახ არაფერი ჩამიდენია, ამიტომაც, ჩემი სინდისი სუფთაა. გულშემატკივრების მხრიდან გამოხატული ნეგატივი ჩემზე არ იმოქმედებს.“

„ვიცი, რომ ინგლისელი ქომაგები მოთამაშეებს ისე მიიღებენ და მოეპყრობიან, როგორც იმსახურებენ, ამიტომ აღნიშნულზე ოდნავაც კი არ ვფიქრობ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ კაპიტნის სიტყვებს “Reali.Ge”.

რამოსს ფსიქოლოგიური სიმტკიცე მართლაც დასჭირდება, რადგანაც გულშემატკივრების მხრიდან სტვენა, შეძახილები და რისხვა თავიდან არ ასცდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა