მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში (+ფოტოკოლაჟი)

image


პარასკევს დილით მადრიდის "რეალმა" ვარჯიში განაახლა. "სამეფო კლუბი" "ჟირონასთან" შესახვედრად ემზადება.

"ლა ლიგის" 24-ე ტურის მატჩის დასრულების შემდგომ, "ლოს ბლანკოსი" 7 დღის განმავლობაში დაისვენებს, ხოლო 24 თებერვალს "თეთრები" "ლევანტეს" შეერკინებიან.

დღევანდელი ვარჯიში საკმაოდ ინტენსიური იყო. სესია დარბაზში დაიწყო, შემდგომ კი ბურთზე მუშაობით გაგრძელდა.

ვარჯიშის ორი უმთავრესი ასპექტი, რაზეც მოთამაშეებმა ყურადღება გაამახვილეს, გახლდათ ბურთის ფლობა და წნეხი მეტოქეზე. მადრიდისტებმა ივარჯიშეს სპრინტში, ჩაწოდებებსა და კარში დარტყმებზე. სესია შემცირებული მასშტაბის მოედანზე ჩატარებული მატჩით დასრულდა.

ლუკა ზიდანი, ისკო და მარკოს ლორენტე, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ტრავმა მიიღეს, განაგრძობენ რეაბილიტაციის პროცესს და სპეციფიკური პროგრამით ხელმძღვანელობენ.

რაც შეეხება რაფაელ ვარანს, ფრანგი ფეხბურთელი მინდორზე საერთოდ არ გამოჩენილა და შესაბამისად არ უვარჯიშია, რადგანაც 25 წლის ფეხბურთელი გრიპს ებრძვის.

ვარჯიშს არ ესწრებოდა არც მარიანო.

მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში (+ფოტოკოლაჟი)

































მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა