ოფიციალურად: პირველი "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი ცნობილია

image


გუშინ, „ლა ლიგის“ პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა რადიო-შოუ „El Transistor “-თან ისაუბრა და „ელ კლასიკოს“ ჩატარების ოფიციალურ თარიღად 28 ოქტომბერი დაასახელა.

ჩვენ ახლა უკვე ვიცით მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკოს“ ჩატარების ზუსტი დრო და თარიღი.

28 ოქტომბერს, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს. მადრიდული და კატალონიური გუნდების დაპირისპირება საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და გამორჩეული მოვლენაა.

აღნიშნული მატჩი საყოველთაო ინტერესს იწვევს მსოფლიო მასშტაბით, რაც სატელევიზიო რეიტინგზეც ისახება.

უფრო კონკრეტულად, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ კვირას, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაუპირისპირდება. ზუსტად ეს დრო დაასახელა ტებასმა ესპანურ რადიოსადგურ „Onda Cero“-სთან საუბრისას. (16:15 ცენტრალური ევროპის დროით).

ორიოდე სიტყვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შესახებაც: „ელ კლასიკოს" გამართვამდე, 24 ოქტომბერს, ოთხშაბათს, „ბარსელონა“ „მილანის“ დამარცხებას შეეცდება, 1 დღით ადრე, 23 ოქტომბერს, სამშაბათს, მადრიდის „რეალი“ „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ 9-9 ქულით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა