მადრიდის "რეალის" მორიგი მსოფლიო მნიშვნელობის აღიარება
პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემა "France Football"-მა 30 საფეხბურთო გუნდით დაკომპლექტებული სია წარმოადგინა, რომლის სათავეშიც მადრიდის "რეალი" აღმოჩნდა 184 ქულით.
სარეიტინგო სია 10 ძირითად კატეგორიაზე დაყრდნობით შედგა. "თეთრები" სიის სათავეში არიან, "სამეფო კლუბს" მოჰყვება "ბარსელონა", შემდგომ "მანჩესტერ იუნაიტედი", მიუნხენის "ბაიერნი" და "ლივერპული".
ქულების მინიჭებისა და რეიტინგის შედგენის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა ისეთ ცვლადებს, როგორიცაა საკუთრივ ფეხბურთელთა მონაცემებისა და მიღწევების ანალიზი (მოგებული ჯილდოები, "ოქროს ბურთი" და სხვ.). სხვა კატეგორიებში მოიაზრებოდა ტელევიზიასთან ურთიერთობა და აუდიენცია, სოციალური ქსელების სტატისტიკა, გულშემატკივართა რაოდენობა სტადიონზე, შემოსავალი, ხარჯები, კლუბის საბაზრო ფასი და ისტორიული მნიშვნელობის ასპექტი.
ეს უკანასკნელი კრიტერიუმი, ისტორიული მნიშვნელობა, სუბიექტური ხასიათისაა და იგი გამოცემის წარმომადგენლებმა თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზღვრეს.
ზემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმებით 85 კლუბი შეფასდა. შედეგად, საუკეთესო 30-ეულიც გამოიკვეთა.
თითოეულ კატეგორიაში გუნდს მაქსიმუმ 20 ქულა ენიჭებოდა - პირველ ადგილზე მყოფს 20 ქულა, მეორეს - 19 და ა.შ.
"France Football"-ის კვლევაც ცხადჰყოფს, რომ "მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია!
ბოლო სიახლეები