ვირთხები, კურტუას ჟესტი და განრისხებული "ატლეტიკო" - რა მოხდა მატჩის დღეს ?

image


12 თვის ინტერვალში, ფეხბურთში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 2017 წლის სექტემბერში, მაშინ, როდესაც ტიბო კურტუა "ჩელსის" მაისურით პირველად წარსდგა "ვანდა მეტროპოლიტანოზე", გულშემატკივრები მას თბილად შეხვდნენ, რადგანაც "ატლეტიკოსთან" წარსული აკავშირდებდა. იმავე დღეს, გოლკიპერმა ერთ-ერთ მხარდამჭერს თავისი მაისურიც უსახსოვრა. ახლა კი, როდესაც კურტუა თეთრი მაისურით დაუბრუნდა ყოფილ სტადიონს, რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ მადრიდის "რეალის" ავტობუსი "მეტროპოლიტანოს" მიდამოებში გამოჩნდებოდა, "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა თავიანთი გრძნობები არ დამალეს და ფეხბურთელის მემორიალურ ფილაზე სათამაშო ვირთხები დააწყვეს. ისინი გულშემატკივრებმა მოედანზეც შეიტანეს და საბოლოოდ ვირთხები კურტუას კარშიც კი აღმოჩნდა მატჩის დაწყებამდე. "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ასე უმღეროდნენ კურტუას: "Salta, salta pequeño canguro", რაც ქართულად ნიშნავს "იხტუნე, იხტუნე პატარა კენგურუ." ცოტა ხანში, ამ ჰიმნის ტექსტი მხარდამჭერებმა ბევრად უფრო შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეცვალეს.



მატჩის მიმდინარეობისას, კურტუა მადრიდის "რეალის" გოლებს ჩვეულ, ენთუზიაზმით აღსავსე სტილში აღნიშნავდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მოედნის დატოვებისას, კურტუამ "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს თავისი ბოლო ჟესტი აჩვენა - მისალმება 3 თითით, რომელიც ჟურნალისტმა ტანი მარტინმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. ბელგიელ მეკარეს ყოფილი გუნდის მხარდამჭერებისათვის სურდა ანგარიში შეეხსენებინა, რომელიც მათ ისედაც კარგად იცოდნენ.



გასაკვირი არ არის, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა ეს ჟესტი ძალიან ცუდად მიიღეს. მხარდამჭერთა ნაწილმა თავიანთი მოსაზრება სოციალურ ქსელში დააფიქსირა. მათი აზრით, ესპანურმა კლუბმა ზოგიერთი მოთამაშის მემორიალური დაფის წაშლაზე უნდა იფიქროს, რადგანაც ის, ვინც გულშემატკივრებს ასე ეპყრობა, არ იმსახურებს უკვდავყოფას.



როგორც მოგეხსენებათ, კურტუას ჟესტი ერთადერთი არ იყო, რომელმაც "ატლეტიკოს" მხარდამჭერები გააღიზიანა - სახლში შეკრებილებს მაზოლზე ფეხი გარეტ ბეილმაც დააჭირა, თანაც არა მხოლოდ გოლით, არამედ აღნიშვნითაც.



ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა