რა ბედი ელის მარტინ ოდეგაარდს ?

image


2015 წელს მადრიდის "რეალმა"  16 წლის ფეხბურთელი იყიდა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.  "რეალმა" საკმაოდ მსუყე კონტრაქტი დაუდო ახალგაზრდა ფეხბურთელს და ის თავის ასაკში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ოდეგაარდმა 2 წელი მადრიდის "რეალის" მეორე გუნდში, "კასტილიაში" გაატარა, ნორვეგიელ ფეხბურთელს ამ ორ სეზონში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და იშვიათ მომენტებში თუ იყო სხვა ფეხბურთელებთან შედარებით გამორჩეული.

ამის მერე "რეალის" ხემძღვანელობამ გადაწყვიტა ოდეგაარდი ერთი სეზონით ჰოლანდიაში, კერძოდ "ჰერევენში" გაენათხოვრებინა, ფეხბურთელმა დიდად თავი ვერც იქ გამოიჩინდა და 38 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

მიუხედავად ამისა "რეალის" ხემძღვანელობა მაინც გადაწყვიტა ნორვეგიელ ფეხბურთელს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი ძირითად გუნდთან ერთად გაეტარებინა , ჩატარებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ როგორც ესპანური პრესა იუწყება ლოპოტეგი ამ ეტაპზე ოდეგაარდის ადგილს ძირითად გუნდში ვერ ხედავს და ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ის ვერ შეძლებს სხვა ფეხბურთელებს კონკურენცია გაუწიოს.

ამიტომ სავარაუდოა, რომ "რეალი" ოდეგაარდს კვლავ გაანათხოვრებს და ნორვეგიელი 2018/19 სეზონს კვლავ სხვა გუნდში გაატარებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა