მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალში"

image


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომლის კონტრაქტიც 2020 წელს იწურება, "სამეფო კლუბში" დარჩენას ლამობს, მაგრამ მისთვის აპრიორი ხელშეკრულების უკეთესი პირობებია. ფეხბურთელი "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობისგან გაუმჯობესებული ხელშეკრულების მიღებას იმედოვნებს და მხოლოდ მისი სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში დარჩება "თეთრების" რიგებში.

როგორც ირკვევა, მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავადაა დაინტერესებული 33 წლის ხორვატი ნახევარმცველის შენარჩუნებით და მოთამაშეს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. სავარაუდოდ, მოდრიჩი ხელშეკრულებას ერთი ან ორი წლით გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ წარსულში, მასმედია მოდრიჩის "ინტერში" ტრანსფერს ვარაუდობდა და აღნიშნულის თაობაზე არაერთი რამ იწერებოდა, მაგრამ გასულ თვეში, თავად ფეხბურთელმა იტალიაში გადასვლაზე უარი განაცხადა და "რეალში" დარჩენა დაისახა მიზნად.

მიმდინარე სეზონში, ლუკა მოდრიჩმა "პრიმერას" 22 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მან 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა