მოვლენების სამწუხარო განვითარება - უკიდურესად გულნატკენი ფეხბურთელი "რეალს" მალე დატოვებს
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ბრაჰიმ დიასმა "მანჩესტერ სიტი" დატოვა და მადრიდის "რეალში" გადმოვიდა. აღნიშნული ტრანსფერის უმთავრეს მიზეზად ის გარემოება სახელდებოდა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდში, დიასს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
თუმცაღა, დიასის მდგომარეობა არც "სამეფო კლუბში" არ გაუმჯობესებულა. ამ მომენტისათვის, თეთრების რიგებში, მას მოედანზე მხოლოდ 24 წუთი აქვს გატარებული.
ბრაჰიმ დიასმა 1 კვირას გასტანა. ახლა, როდესაც "რეალის" თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და თავს მშვენივრად გრძნობს, 19 წლის ნახევარმცველისთვის "ლოს ბლანკოსის" შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ძალიან რთული და ზოგისთვის შეუსრულებელი მისიაც კია.
შექმნილი ვითარების გამო, თავად ფეხბურთელი უკიდურესად გაწბილებული და გაბრაზებულია. დიასს კონტრაქტში სულ სხვა რამეს დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი სხვას იღებს.
უღირდა კია დიასს "რეალში" გადმოსვლა? განსაკუთრებით სამწუხაროა ისიც, რომ მადრიდის "რეალის" მენეჯმენტმა განიხილა ალტერნატივა თუ როგორ შეიძლება ბრაჰიმ დიასისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ახალგაზრდა ესპანელმა დედაქალაქი უნდა დატოვოს და სხვა კლუბში განაგრძოს ასპარეზობა.
ამ ეტაპზე, მადრიდის "რეალში" სწორედ ბრაჰიმ დიასის ზაფხულში განათხოვრების იდეას განიხილავენ. დიდი იმედების შემდგომ, ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია მოვლენების ამგვარი განვითარება.
ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca" და "Don Balon".
ბოლო სიახლეები