მადრიდის "რეალმა" საუცხოო რეკორდი დაამყარა და "ბარსელონას" კიდევ ერთხელ აჯობა

image


მადრიდის „რეალის“ თამაშის სტილის ფუნდამენტურ ცვლილებას უკვე ვერავინ უარყოფს - ხულენ ლოპეტეგის გუნდმა კლუბის საერთო პასების რეკორდი მოხსნა.

დიახ, სწორედ ამ მიღწევას მოწმობს გუშინდელი მატჩი „ლეგანესის“ წინააღმდეგ. „ლოს ბლანკოსმა“ 4:1 ანგარიშით გამარჯვების პროცესში, 798 ზუსტი გადაცემა შეასრულა - მაჩვენებელი, რომელიც რაც „Opta Sports“-მა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დაიწყო, მადრიდის „რეალს“ არასდროს დაუფიქსირებია.

მადრიდის „რეალმა“ მხოლოდ ერთხელ, მსოფლიო საკლუბო თასის ფინალში „კაშიმას“ წინააღმდეგ სცადა უფრო მეტი გადაცემის შესრულება ვიდრე გუშინ, „ლეგანესის“ წინააღმდეგ. უნდა ითქვას ისიც, რომ „კაშიმას“ წინააღმდეგ მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

მაშინ, იაპონური გუნდის წინააღმდეგ, გასაოცარი 882 პასის მცდელობა ჰქონდა „რეალს“, გუშინდელ 869 რიცხვთან შედარებით. "ლეგანესთან" დაპირისპირებაში კი „რეალს“ 91.82%-იანი პასების სიზუსტე აღმოაჩნდა.

„ლა ლიგის“ სამი ტურის შემდგომ, მადრიდის „რეალი“ პასების ლიდერია 1505 მაჩვენებლით. ამ სტატისტიკით, "სამეფო კლუბმა" ბარსელონა“ უკან ჩამოიტოვა - კატალონიელებს 1470 პასის მცდელობა დაუგროვდათ.

ლოპეტეგის ფეხბურთელები ზუსტად შესრულებული პასების პროცენტულ მაჩვენებელშიც ლიდერობენ და „ბარსელონას“ უსწრებენ. უფრო ზუსტად, „რეალის" ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი 90.76%-ს შეადგენს, ხოლო „ბარსელონასთვის" იგი შედარებით დაბალი - 87.89%-ია.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ყოველთვის გუნდურ თამაშსა და ერთიანობაზე საუბრობენ, რამაც თავისი ასახვა უკვე სტატისტიკურ მაჩვენებლებშიაც ჰპოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა