სტვენიდან ოვაციებამდე - ბენზემას საუკეთესო სტარტი მადრიდის "რეალში"

image


შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალმა“ მეორე საშინაო მატჩი გამართა. „სამეფო კლუბმა“ „ლეგანესს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე გუნდი 4:1 ანგარიშით დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, კარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა. „ლა ლიგის“ პირველ სამ შეხვედრაში, ბენზემამ შესაბამისად, მესამე და მეოთხე გოლების გატანა მოახერხა. ამ მომენტისათვის, ფრანგი ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

ფეხბურთელის ამჟამინდელი სტატისტიკა კარდინალურად განსხვავდება გასული წლის სტატისტიკური მაჩვენებლებისგან. 2017/18 წლის სეზონის „ლა ლიგის“ გათამაშებაში, კარიმ ბენზემამ მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო და მას უკვე „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზეც კი უსტვენდნენ.

ამას გარდა, 30 წლის ფორვარდმა ევროპის სუპერთასზეც მოახერხა გოლის გატანა. მადრიდის „რეალში“ მთელი თავისი ყოფნის განმავლობაში, 4 მატჩში 5 გოლი, ბენზემასთვის ყველაზე საუკეთესო სტარტია, რაც კი ფრანგს მადრიდში ოდესმე ჰქონია. ამიტომაც, ამ ეტაპზე, ძნელად სავარაუდოა, რომ „თეთრებში“ ვინმეს გული წყდებოდეს და კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლას ნანობდეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში, ბენზემას 30-40 გოლის გატანის უნარი შესწევს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ესპანელი სპეციალისტის ვარაუდი.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა