"სანტიაგო ბერნაბეუ" განაგრძობს სამარცხვინო დასწრების მაჩვენებლის დემონსტრირებას

image


შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალმა“ მეორე საშინაო მატჩი გამართა. „სამეფო კლუბმა“ „ლეგანესს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე გუნდი 4:1 ანგარიშით დაამარცხა.

სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ტრიბუნებზე მრავალი თავისუფალი ადგილი შეიმჩნეოდა.

2 კვირის წინ, „ლა ლიგის“ ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“, აღნიშნული მატჩის სანახავად, 48466 გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც „სამეფო გუნდისათვის“ ათწლეულის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს წარმოადგენს.

გუშინ, ასევე „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე, „ლეგანესის“ წინააღმდეგ მატჩამდე, „ლოს ბლანკოსის“ წევრებს ლუკა მოდრიჩს, სერხიო რამოსსა და კეილორ ნავასს "უეფას" ინდივიდუალური ჯილდოების მოპოვება მიულოცეს. ამას გარდა, მადრიდის „რეალში“ ტიბო კურტუას დებიუტიც შედგა.

მიუხედავად ზემოთ აღწერილი მონახაზისა, საერთო ჯამში, შეხვედრას 59255 გულშემატკივარი დაესწრო, მაშინ როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანი 81044 გულშემატკივარს იტევს. დასწრების დასახელებული ციფრი უფრო ნაკლებია, ვიდრე გასული სეზონში "ბერნაბეუზე" დასწრების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც 65653-ს შეადგენდა.

შექმნილი ვითარებისდა მიუხედავად, მადრიდში იმედოვნებენ, რომ დროსთან ერთად, გულშემატკივრები უფრო და უფრო მეტ საშინაო მატჩს დაესწრებიან.

ამ იმედს ილუსტრირებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომი კომენტარი: „ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივრების დასწრება მოიმატებს და ისინი მხარს დაგვიჭერენ.“

საინტერესოა, როგორ გაგრძელებას ჰპოვებს სტატისტიკა: გამართლდება ლოპეტეგის პროგნოზი თუ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა ვერ დაკომპენსირდება?




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა