გაინტერესებთ რატომ ურტყამს რამოსი "პანენკას" ? - კაპიტანმა ჩვენს კითხვას უპასუხა

image


ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, "ჟირონას" წინააღმდეგ გაფორმებული დუბლის შემდგომ, სერხიო რამოსმა განგვიმარტა თუ რატომ ასრულებს პენალტებს პანენკას სტილში.

რამოსმა, რომელმაც "ჟირონასთან" ერთი, ხოლო მიმდინარე სეზონში, საერთო ჯამში 7-დან 7-ვე პენალტი გაიტანა, ჟურნალისტების კითხვას ასეთი პასუხი გასცა:

"პენალტების პანენკას სტილში შესრულება ჩემი ინდივიდუალურობის გამოხატულებაა."

"ამას გარდა, პენალტის ამ გზით დარტყმა ჩემი ცხოვრების ამჟამინდელი ეტაპის გამოძახილია და იმ მომენტს პირდაპირ ეხმიანება, რომელშიც ვიმყოფები."

"ზოგადად, პიროვნულ დონეზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, პანენკას პენალტებსაც თავდაჯერებულად ვურტყამ."

"მაგრამ მე მესმის ისიც, რომ საბოლოოდ მეკარეებიც მიმიხვდებიან, სულ "პანენკებს" ვერ შევასრულებ და პენალტების დარტყმა კუთხეში მომიწევს
." - ციტირებს 32 წლის რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კაპიტანს უკვე 13 გოლი აქვს გატანილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა