რა გადაწყვიტა მარიანომ, ითამაშებს თუ არა იგი რონალდუს მე-7 ნომრით?

image


ამ ზაფხულს, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ დატოვა და „იუვენტუსს“ მიაშურა. შედეგად, პორტუგალიელი თავდამსხმელის მაისური მე-7 ნომრით გათავისუფლდა.

მადრიდის „რეალის“ ახლად დამატებული ფეხბურთელი მარიანო დიასი სწორედ მე-7 ნომრის მაისურს მოირგებს, რითაც ცხადია, რომ დომინიკელი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.

მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუ ბოლო სუპერვარსკვლავი გახლდათ, ვინც აღნიშნული ნომრის მაისურის გამოწვევებს გაუმკლავდა. პორტუგალიელამდე, მე-7 ნომრით თამაშობდნენ რაული, ემილიო ბუტრაგენიო და ხუანიტო.

არსებობდა შანსი, რომ მიმდინარე სეზონში მე-7 ნომრის მაისური არავის ეტარებინა, მაგრამ მარიანომ არჩევანი სწორედ აღნიშნულ ნომერზე შეაჩერა და 7-იანი 15, 16 და 23 ნომრის მაისურებს არჩია.

მარიანოს, რომელსაც ზურგზე 7 ნომერი ეწერება, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე პარასკევს წარადგენენ. ეს მოხდება მას შემდგომ, რაც ფეხბურთელი ხულენ ლოპეტეგის დაქვემდებარების ქვეშ, თავის პირველ ოფიციალურ ვარჯიშს გამართავს.

დღეს, ხუთშაბათს, მარიანომ სამედიცინო გამოკვლევები წარმატებით გაიარა, რის შემდგომაც, მას თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი შეეგება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა