Food Tips and Chef's Answers


ფლორენტინო პერესისა და კრიშტიანუ რონალდუს გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა

image


ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასა და დაჯილდოების ცერემონიას ულამაზესი მონაკო მასპინძლობს. ცერემონიის წყალობით, კრიშტიანუ რონალდუსა და ფლორენტინო პერესის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება.

ამა წლის ზაფხულს, როდესაც პორტუგალიელი „იუვენტუსს“ ოფიციალურად შეუერთდა, პერესი და რონალდუ ერთმანეთს პირადი შეტყობინებით დაემშვიდობნენ, ახლა კი მათ შეხვედრის შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ.

ესპანეთში, კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის გამართვის შანსიც კი არ მისცემია - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, იგი მყისიერად ტურინში ჩაფრინდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ურთიერთობაში ყოველგვარი გაუგებრობის, წყენის გაქარწყლება და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთან, ვითარების დასტაბილურება სურს.

33 წლის ფორვარდი „იუვენტუსში“ შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილია და თავს მშვენივრად გრძნობს. რონალდუმ არ დამალა არც ის ფაქტი, რომ „ლოს ბლანკოსში“ ყოფნის ბოლო ეტაპზე, სიყვარულის ნაკლებობას განიცდიდა.

მონაკოში გასამართ ზემოთაღნიშნულ ცერემონიაზე, „უეფას“ წლის ფეხბურთელის“ ჯილდოს მფლობელის ვინაობაც გამოცხადდება. პორტუგალიელ თავდამსხმელს კონკურენციას მოჰამედ სალაჰი და ლუკა მოდრიჩი გაუწევენ.

მაინც, ღონისძიებაზე შეკრებილი საზოგადოების მთელი ყურადღება პერესისა და რონალდუსკენ იქნება მიმართული. ცოტა არ იყოს არასასურველი და ცივი დამშვიდობების შემდგომ, ფეხბურთის ორი ლეგენდარული ფიგურა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდება.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება