ვინ არის მარიანო დიასი? - მოკლე კარიერული ექსკურსი "რეალის" ფეხბურთელის შესახებ

image


მარიანო დიასი (ბარსელონა, 08/01/1993) უკვე ოფიციალურად გახდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი.

„ლიონში“ ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის შემდგომ, 25 წლის ფეხბურთელი „თეთრებში“ დაბრუნდა. მან 45 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

ევროპის ჩემპიონებს შეუძლიათ ენდონ იმ მოთამაშეს, რომელსაც მადრიდის „რეალში“ ყოფნის არსი ბრწყინვალედ ესმის - ის ხომ ესპანეთის დედაქალაქში 2011-დან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდა, გასულ წელს კი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თავდამსხმელმად იქცა.

მარიანო ძლიერი და სწრაფი ფორვარდია, იგი თავის შანსებს საუკეთესოდ იყენებს. კარიერა „ესპანიოლში“ დაიწყო, ხოლო 2011 წელს ბადალონადან მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

19 წლამდე და მადრიდის „რეალის“ C გუნდებში წარმატებული ასპარეზობის შემდგომ, მან „კასტილიაში“ 2014 წელს გადაინაცვლა. ერთი სეზონის ჩატარების შემდგომ, 2015/16 წლების კამპანიაში, იგი „სეგუნდა დივიზიონ B”-ს ბომბარდირი გახდა, გაიტანა რა 27 გოლი ახალგაზრდულ გუნდში.

მარიანოსთვის მომდევნო გაჩერება „რეალის“ ძირითადი გუნდი აღმოჩნდა.

4 ტიტული მადრიდის „რეალთან“ ერთად

2016/17 წლების სეზონში, მარიანო მადრიდის „რეალის“ ძირითად გუნდში ასპარეზობდა. „ლოს ბლანკოსთან“ ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, „ლა ლიგა“, მსოფლიო საკლუბო თასი და „უეფას“ სუპერთასი მოიგო. მარიანოს დებიუტი „თეთრებში“ 2016 წლის 27 აგვისტოს შედგა, როდესაც „ლოს გალაქტიკოსმა“ „სელტა“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა. დაახლოებით ორი თვის შემდგომ, ოქტომბერში, „კულტურალ ლეონესას“, მარიანო დიასმა თავისი პირველი გოლი გაუტანა. აღნიშნული კამპანიის დროს, დიასმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

2017 წლის ზაფხულში, მარიანო იჯარის ფარგლებით „ლიონში“ გაემგზავრა, სადაც გარდამტეხ ფიგურად იქცა. ფრანგული ლიგის სატურნირო ცხრილში, 18 გოლით, იგი ერთ-ერთი ყველაზ შედეგიან ფეხბურთელად მოგვევლინა. მან ევროპის ლიგაზეც შეძლო 2 გოლის გატანა, ხოლო 1 გოლი საფრანგეთის თასზე გაიტანა.

კარიერა


-ბადალონა (2009-2011)
-მადრიდის „რეალის“ ახალგარდული გუნდი
-19 წლამდე (2011-2012)
-მადრიდის „რეალი“ C (2012-14)
-მადრიდის „რეალი“ კასტილია (2014-2016)
-მადრიდის „რეალი“ (2016-2017)
-„ლიონი“ (2017-2018)
-მადრიდის „რეალი“ (2018-)

მოპოვებული ტროფეები

1 ჩემპიონთა ლიგა (2017)
1 ლიგა (2017)
1 მსოფლიო საკლუბო თასი (2016)
1 უეფას სუპერთასი (2016)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა