"უეფას" პრეზიდენტმა ყველაფერი გამოააშკარავა - რა ხდება სინამდვილეში "რეალსა" და "პ.ს.ჟ."-ს შორის?

image


„უეფას“ პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მადრიდის „რეალი“ თითქოსდა პარის სენ-ჟერმენზე დაკისრებულ პოტენციურ სანქციებს ელის, რათა "სამეფო გუნდმა" პარიზელთა ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი გაიფორმოს.

სლოვენიელმა ისიც განმარტა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, მართლაც დაარღვია თუ არა ფრანგულმა კლუბმა ფინანსური ფეარ პლეის წესები.

„მინდა ვთქვა, რომ “პ.ს.ჟ.“-სთან მიმართებით, გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.“

„მადრიდის „რეალი“ "პ.ს.ჟ."-სთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას არ ელის, ეს სიცრუე და ნონსენსია.“

ჩეფერინმა ის ჭორებიც გააქარწყლა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებზე ვიდეო რეფერის გამოყენების საკითხს შეეხებოდა.

„ვიდეო განმეორების თემას რაც შეეხება, არ ვიცი ჭორები საიდან მოდის, აღნიშნული საკითხი ჯერ-ჯერობით არ განგვიხილავს.“

„ვიდეო რეფერის შესახებ დარწმუნებული არ ვარ, ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია.“

„ვინ უნდა გადაწყვიტოს, მიმართოს თუ არა განმეორებას? ვიდეო რეფერიმ თუ მთავარმა არბიტრმა?“

„ხალხი „VAR”-ის (“Video Assistant Refere”) საჭიროებას ვერ აცნობიერებს, ვერც ჟურნალისტები ხვდებიან მის მნიშვნელობას, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებელზე აუცილებელი გახდება აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება.“

„მე უკვე ვესაუბრე „უეფას“ არბიტრთა აღმასრულებელ ოფიცერ რობერტო როსეტის და გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი მზად ვიქნებით, “VAR”-ს აუცილებლად დავნერგავთ.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს "REALI.GE".

შეგახსენებთ, რომ მასმედიაში აქტიურად ცირკულირებდა ხმები იმის თაობაზე, რომ ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევის გამო, "პ.ს.ჟ."-ს სანქციები ემუქრებოდა და სწორედ ამის გამო, მადრიდის "რეალი" მოთმინებით უყურებდა მოვლენების განვითარებას, რათა კილიან მბაპე ან ნეიმარი გაეფორმებინა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა