"მშვიდობით და შეხვედრამდე!" - კასანო "ინტერს" "რეალისთვის" სასარგებლო რჩევას აძლევს

image


25 წლის არგენტინელ ფეხბურთელ მაური იკარდის "ინტერთან" ახალ კონტრაქტზე ხელი ჯერ-ჯერობით არ მოუწერია. ვრცელდება ხმები მის მიერ მილანური კლუბის დატოვების თაობაზეც.

ახლახანს, "Sky Sport Italia"-სთან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "ინტერს" რჩევა მისცა, რომელიც სწორედ იკარდის უკავშირდება. კასანოს აზრით, იკარდიზე ჩაციკვლა არ ღირს.

"ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, იკარდის "ინტერიდან" გავუშვებდი და მას იგუაინით ჩავანაცვლებდი."

"გონსალო იგუაინი ნამდვილი ჩემპიონია და "ინტერს" პიპიტა უფრო მოუხდება."

"რაც შეეხება იკარდის, თუკი მას გუნდიდან წასვლა სურს, მე ასეთ რამეს ვეტყოდი: "კარგად იყავი, შეხვედრამდე და ბედნიერი მოგზაურობა!" - განაცხადა იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ.

ვინ იცის, იქნებ "ინტერმა" ანტონიოს რჩევა მართლაც გაითვალისწინოს და იკარდის "რეალში" ტრანსფერს ხელი შეუწყოს?

შეგახსენებთ, რომ კასანო მადრიდის "რეალში" 2006-2008 წლებში თამაშობდა.

იკარდის სახელს კი მადრიდის "რეალთან" უკვე დიდი ხანია, რაც აკავშირებენ. ახლახანს, ფეხბურთელის მეუღლემ და პირადმა აგენტმა ვანდა ნარამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მაუროს გაფორმება მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" სწადიათ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა