ახალი და ძალიან უცნაური თავსატეხი სოლარისა და ისკოს ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში

image


სამშაბათსა და ოთხშაბათს, ესპანეთის საფეხბურთო თასის ფარგლებში "ლეგანესთან" 1/8 ფინალის პირველი მატჩის გამართვამდე, ისკოსა და სოლარის შორის არსებულმა კონფლიქტმა მეტად საინტერესო ელფერი შეიძინა და ახალ საფეხურზე გადაინაცვლა.

მატჩის წინა დღეს ანუ სამშაბათს, სანტიაგო სოლარიმ შესაძლო სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რის შემდგომაც, იგივე შემადგენლობამ სატესტო მატჩი სარეზერვო ფეხბურთელებთან გამართა. სასტარტო შემადგენლობაში, მოედნის ცენტრში კაზემიროსა და დანი სებალოსთან ერთად, ისკო ალკარონიც ეწერა.

როგორც აღმოჩნდა, მატჩი სარეზერვო თერთმეტეულმა მოიგო და დაპირისპირების შემდგომ, მათ ფოტოც გადაიღეს, სადაც ფედე ვალვერდე ჩანს.

შესაბამისად, ცხადია, რომ სოლარის გეგმა ისკოს სასტარტო შემადგენლობაში დაყენება იყო, მაგრამ მოგვიანებით, არგენტინელმა აზრი შეიცვალა და მოედანზე ვალვერდე შეუშვა ჩვენთვის გაურკვეველი და მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების გამო.

ეს სიურპრიზი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა სასტარტო შემადგენლობის ოფიციალურად გამოცხადების შემდგომ შეიტყვეს. ძალიან საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სატესტო თერთმეტეულიდან მხოლოდ ისკო იყო ის ფეხბურთელი, რომელიც სოლარიმ ვალვერდეთი ჩაანაცვლა.

ეს მორიგი დიდი თავსატეხია ისკოსა და სოლარის უცნაურ ურთიერთობაში, რაც მადრიდის "რეალში" 26 წლის ნახევარმცველის მომავლის შესახებ კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს.

ახალი და ძალიან უცნაური თავსატეხი სოლარისა და ისკოს ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა