ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდის "რეალში" 2013/14 წლის სეზონის შემდგომ დაბრუნდნენ

image


2013/14 წლების სეზონის შემდგომ, მადრიდის „რეალს“ 11 ყოფილი ფეხბურთელი დაუბრუნდა. მარიანო დიასი „ლოს ბლანკოსისათვის“ უახლესი დანამატი იქნება.

„ლოს გალაქტიკოსმა“ ხელახლა ყიდვის ალტერნატივა წარმატებით უკვე მრავალგზის გამოიყენა. კლუბმა თავისი მოთამაშეები სხვა გუნდებში გაუშვა, მისცა მათ განვითარების საშუალება, შემდგომ კი ისინი თავიდან შეიძინა.

დანი კარვახალი


ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდის "რეალში" 2013/14 წლის სეზონის შემდგომ დაბრუნდნენ


მარჯვენა მცველმა 1 წელი ლევერკუზენის „ბაიერნში“ გაატარა, შემდგომ კი მადრიდის „რეალს“ 2013/14 წლების სეზონში დაუბრუნდა. „ლოს ბლანკოსმა“ ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

დენის ჩერიშევი




ფეხბურთელმა 4 სეზონი „რეალ კასტილიაში“ დაჰყო, 2013 წელს კი „სევილიას“ მიაშურა. იგი ტრავმების მიმართ მიდრეკილი აღმოჩნდა, ამიტომ თავის გამოჩენის შანსი ბევრჯერ არ მისცემია. „ვილიარეალში“ გადასვლის შემდგომ, მან გაიბრწყინა. ჩერიშევი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა, მაგრამ ესპანეთის საფეხბურთო თასზე განცდილი ფიასკოს შემდგომ, „ვალენსიაში“ გადავიდა, შემდგომ კი „ვილიარეალს“ დაუბრუნდა.

კაზემირო




მიუხედავად იმისა, რომ კაზემირო მადრიდის „რეალს“ 2013 წელს შემოუერთდა, ანჩელოტის ამ ფეხბურთელის დიდი იმედი არ ჰქონია, რის გამოც, მომდევნო სეზონი მან „პორტუში“ გაატარა. 1 წლის შემდგომ, იგი „ლოს გალაქტიკოსს“ დაუბრუნდა, რის შემდგომაც იგი გუნდის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ლუკას ვასკესი




ვასკესი „თეთრების“ აკადემიაში აღიზარდა. მადრიდის „რეალის“ მაისური ვასკესმა პირველად 2007 წელს ჩაიცვა. 7 წლის შემდგომ, იგი იჯარის ფარგლებში „ესპანიოლში“ გადავიდა. ამ უკანასკნელმა, გამოიყენა ყიდვის უფლება და მადრიდის „რეალისგან“ ფეხბურთელი მალევე შეიძინა. ცოტა ხნის შემდგომ, რაფა ბენიტესმა ვასკესი კვლავ გაიფორმა და მადრიდის „რეალში“ დააბრუნა.

ალვარო მორატა




მორატაც მადრიდის „რეალის“ აკადემიაში აღიზარდა. 2015 წელს იგი „იუვენტუსში“ გადავიდა, ერთი წლის შემდგომ კი „ლოს ბლანკოსმა“ ფეხბურთელი ესპანეთში დააბრუნა. მოგვიანებით, "სამეფო გუნდმა" მორატა „ჩელსის“ მიჰყიდა.

მარკო ასენსიო




ასენსიო მადრიდის „რეალმა“ 2014 წლის დეკემბერში შეიძინა. 2015 წელს, „ლოს გალაქტიკოსმა“ იგი „ესპანიოლში“ იჯარის წესებით გაუშვა. კატალონიაში ფეხბურთელმა კარგი სეზონი ჩაატარა, რის შემდგომაც, იგი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა და მოსამზადებელ სეზონში ზინედინ ზიდანის ნდობა მოიპოვა.

ხესუს ვალეხო




„რეალმა“ მოთამაშე 2015 წლის 31 ივლისს გაიფორმა, მაგრამ მომდევნო სეზონშივე, ფეხბურთელი იჯარის პირობებით „სარაგოსაში“ განაგრძობდა ასპარეზობას. 2016 წელს, ასევე იჯარით, იგი „აინტრახტში“ გადავიდა, სადაც მან ერთი სეზონი გაატარა, შემდგომ კი ზინედინ ზიდანმა იგი „რეალში“ დააბრუნა.

ბორხა მაიორალი




მაიორალი მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. 2015/16 წლების სეზონში, მან ძირითად გუნდში 6-ჯერ ითამაშა, შემდგომ კი „ვოლფსბურგში“ გადავიდა. იგი „ლოს გალაქტიკოსში“ გასულ სეზონში დაბრუნდა.

მარკოს ლორენტე




ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში, მადრიდის „რეალის“ ძირითად გუნდში 3 მატჩი გამართა. კამპანიის მიწურულს, იგი „ალავესში“ იჯარის პირობებით გადავიდა, რათა მეტი გამოცდილება და სათამაშო დრო მიეღო. კლუბში მან დამაჯერებლად იასპარეზა, რის გამოც, „თეთრებმა“ იგი კვლავ „ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე“ დააბრუნეს.

ფედერიკო ვალვერდე




ურუგვაელი ფეხბურთელი „რეალმა“ 2016 წლის ივლისში გაიფორმა. მაშინ, ვალვერდე ჯერ კიდევ „რეალ კასტილიას“ მოთამაშე გახლდათ. რამდენიმე მატჩის ჩატარების შემდგომ, იგი „დეპორტივო ლა კორუნიაში“ აღმოჩნდა. ეს გასულ სეზონს მოხდა, ხოლო ამ ზაფხულს, ხულენ ლოპეტეგმა მისი მადრიდის „რეალში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" კლუბის ფეხბურთელებს მარტივად სულაც არ თმობს...



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

Halamadrid.. 29 აგვისტო 2018 17:25
Umagresi politika aqvs peress

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა