მიზეზი, რის გამოც "რეალი" სოლარის ტრანსფერების გაკეთების საშუალებას არ აძლევს

image


სანტიაგო სოლარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება მადრიდის "რეალის" სათავეში, მაგრამ იანვარში, კლუბის შემადგენლობის გაძლიერების საშუალება მას არ მიეცემა.

2019 წლის დასაწყისი მადრიდის "რეალისთვის" არცთუ სანიმუშო აღმოჩნდა. "სამეფო კლუბმა" "ვილიარეალთან" 2:2 ითამაშა და "სოსიედადთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:2 ანგარიშით დამარცხდა. ამას გარდა, "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. კრიზისის ფონზე, არაერთი ჭორი ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ სოლარი შესაძლოა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლოპეტეგის მსგავსად მოეხსნათ.

თუმცაღა, ესპანური წყაროს "El Partidazo de COPE"-ის ინფორმაციით, სოლარი "რეალის" სათავეში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

აღნიშნულისდა მიუხედავად, არგენტინელ სპეციალისტს იანვარში დამატებითი ტრანსფერების განსახორციელებლად ფინანსური რესურსები არ მიეცემა. არადა, გუნდის გაძლიერება "ლოს ბლანკოსს" ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება. იბადება კითხვა - რატომ ?

"მანჩესტერ სიტისგან" ბრაჰიმ დიასის ყიდვა "ლოს ბლანკოსის" მიერ იანვარში განხორციელებული ერთადერთი ტრანსფერი იქნება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფლორენტინო პერესი "ლოს გალაქტიკოსის" შემადგენლობის სრულ გარდაქმნას და ახალი ფეხბურთელების ყიდვას ზაფხულში გეგმავს. სწორედ ამ პროცესის წარმატებით დასაწყებად და განსახორციელებლად, ფულის მარაგსა და კლუბის ფონდში არსებულ ფინანსურ რეზერვებს პერესი უკიდურესად უფრთხილდება.

როგორც აღვნიშნეთ, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობით, "ლოს ბლანკოსისთვის" "ლა ლიგის" ტიტული დაკარგულია, მაგრამ ორი ტურნირის მოგების შანსი სოლარის კვლავ რჩება.

ოთხშაბათს ღამით, ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/8 ფინალის მეორე მატჩის ფარგლებში, "ლეგანესი" "რეალს" უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება სოლარის ფეხბურთელებით გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, ასე რომ, მადრიდისტების 1/4 ფინალში გასვლას ხელს აღარაფერი უშლის.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" "კოპა დელ რეის" ბოლო 4 სეზონია რაც ზედიზედ იგებს და 21-ე საუკუნეში, აღნიშნული ტურნირი "თეთრებს" მხოლოდ 2-ჯერ აქვთ მოგებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მადრიდის "რეალი" ზედიზედ მე-4 ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში, სოლარის გუნდი "აიაქსს" დაუპირისპირდება. კლუბებს შორის პირველი შეხვედრა კი 13 თებერვალს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა