მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნას აპირებს

image


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სახელს მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ.

ესპანური გამოცემის "El Pais"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ჟოზე მოურინიოს "სამეფო კლუბში" დაბრუნება სურს.

აღინიშნება, რომ "თეთრები" პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდის თავკაცად დანიშვნას ამა წლის ზაფხულს შეეცდებიან.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობას გუნდში მოურინიოს ზამთარში მოწვევა არ სურს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, "თეთრებს" "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" 5 მილიონი ევროს მოცულობის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

ყოველწლიური ანაზღაურების სახით, ფლორენტინო პერესი მზადაა პორტუგალიელს 15 მილიონი ევრო გადაუხადოს და სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლებაც მისცეს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო მადრიდის "რეალში" 2010-2013 წლებში მუშაობდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა