რონალდო "ლა ლიგაში" ბრუნდება

image


ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდ რონალდოს ესპანური „პრიმერას“ კლუბის ყიდვა სურს. მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი მზადაა, რომ „ვალიადოლიდის“ შესაძენად 30 მილიონი ევრო გაიღოს.

როგორც ირკვევა, კლუბსა და 41 წლის რონალდოს შორის მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა და საკითხი მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა გადაწყდეს. აღნიშნული თანხის მიღებით, „ვალიადოლიდს“ საკუთარი ვალების გასტუმრებაც შეეძლება, რომელთა საერთო მოცულობა 25 მილიონ ევროს შეადგენს.

კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი კარლოს სუარესი სტრუქტურაში დარჩება და გენერალური ხელმძღვანელის როლს შეითავსებს.

რონალდოს გარდა, „ვალიადოლიდის“ შეძენა ჩინელ აქციონერებსა და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებსაც სურთ, რომლებიც კლუბში უფრო მეტი თანხის გადახდას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად, სწორედ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შეთავაზებამ დააინტერესა სუარესი.

წყარო: ესპანური მედიაკომპანია “Cadena Ser”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა