კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი მადრიდის "რეალის" ბანაკში

image


რამდენიმე დღის წინ, "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მორიგი ტრავმა მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს და როგორც ირკვევა, გერმანელ ფეხბურთელს დაახლოებით ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ტონის კუნთის ტრავმა II ხარისხისაა. კროოსი შეუერთდება სხვა ტრავმირებულ მადრიდისტებს - მარიანო დიასს, მარკო ასენსიოს, გარეტ ბეილსა და მარკოს ლორენტეს და მათთან ერთად განაგრძობს რეაბილიტაციის პროცესს.

ეჭვის ქვეშ აღარ დგას ის ფაქტი, რომ ტონი კროოსი "ლეგანესის" წინააღმდეგ ესპანეთის საფეხბურთო თასის ორივე შეხვედრას გამოტოვებს. გერმანელი მადრიდის "რეალს" ვერც "ბეტისისა" და "სევილიას" წინააღმდეგ "ლა ლიგის" მატჩებში ვერ დაეხმარება.

იმ შემთხვევაში, თუკი "სამეფო კლუბი" "კოპა დელ რეის" 1/4 ფინალში გავა, 29 წლის ფეხბურთელის მონაწილეობა ამ ეტაპზეც კი საეჭვოა. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, ითამაშებს თუ არა ტონი იანვრის მიწურულს "ესპანიოლის" წინააღმდეგ.

საინტერესოა, ვის მიუბრუნდება სანტიაგო სოლარი. ცხადია, კანდიდატებად დანი სებალოსი, ფედე ვალვერდე და ისკო გვევლინებიან.

"ლოს ბლანკოსს" წინ დატვირთული სათამაშო გრაფიკი აქვს და არგენტინელ სპეციალისტს გონივრული მიდგომა სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კიდევ 2 კვირის განმავლობაში, მოედანზე ვერც მარკოს ლორენტეს ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საფეხბურთო თასის ეგიდით, მადრიდის "რეალი" "ლეგანესს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლებს 10 იანვარს, ღამის 00:30 საათზე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა