"სოსიედადის" მეკარე პენალტის გარშემო შექმნილ აურზაურს ტვიტერზე გამოეხმაურა

image


გუშინ, "ლა ლიგის" მე-18 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მადრიდის "რეალი" "სოსიედადთან" 0:2 ანგარიშით დამარცხდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე მატჩის მეორე ნახევარში, ვინისიუს ჟუნიორი მეტოქის საჯარიმო მოედანში წაიქცა, მაგრამ "სოსიედადის" კარში პენალტი არ დანიშნულა. ამ ფაქტმა გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. ერთი შეხედვით, განმეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ არგენტინელმა გოლკიპერმა ვინისიუსი წააქცია.

სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა თინეიჯერმა ფოტო განათავსა, სადაც მას ხერონიმო რული ეჯახება. ჟუნიორმა თავის პოსტს ეჭვის გამომხატველი ორი "ემოჯიც" დაურთო.

მალევე, ვინისიუს ჟუნიორს "რეალ სოსიედადის" მეკარე თავისივე ფოტოთი გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ მეკარე ბურთს თითებით ეხება.

"მე ჯერ ბურთს შევეხე, შემდგომ ერთმანეთს შევეჯახეთ და წაიქეცი." - ასეთი ახსნა მოუძებნა რულიმ გუშინდელ ინციდენტს. მანაც, თავის მხრივ, საკუთარ პოსტს ბურთისა და ხელის "ემოჯი" დაურთო.

აი, ფოტოც:



"სოსიედადის" მეკარე პენალტის გარშემო შექმნილ აურზაურს ტვიტერზე გამოეხმაურა



აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინციდენტის ვიდეო



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა