ძალიან უცნაური მომენტი, რომლის გამოც "ვილიარეალმა" "რეალს" მეორე გოლი გაუტანა (+ვიდეო)

image


"ლა ლიგის" მე-17 ტურის ფარგლებში, "ვილიარეალმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 ანგარიშით დასრულდა.

ხუთშაბათს ღამით, "ესტადიო დე ლა კერამიკაზე", "ვილიარეალთან" დაპირისპირების ბოლო 10 წუთი "ლოს ბლანკოსისთვის" დამამწუხრებელი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს, სანტი კასორლამ თავისი მეორე გოლიც გაიტანა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.

მადრიდის "რეალის" დაცვის პერმანენტული პრობლემები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ის ფაქტი, რომ "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი პაბლო ფორნალსის ჩაწოდებას ასე მარტივად დაუხვდა და გოლიც უპრობლემოდ გაიტანა, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

როგორც სურათსა და ქვემოთ გოლის ვიდეოშიც ხედავთ, სანტი ძალიან თავისუფლად შედის "რეალის" საჯარიმო მოედანში და მას არავინ იყვანს.

ვისი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო 34 წლის ფეხბურთელი და ვინ შეცდა?

თავდაპირველად, კასორლასთან ისკო იმყოფებოდა, მაგრამ ყოფილი თანაგუნდელი მალევე მიატოვა.

სერხიო რამოსი საჯარიმო მოედანში იყო, მაგრამ მოთამაშის ნაცვლად ბურთს უყურებდა.

იქვე მარსელოც იმყოფებოდა, მაგრამ მანაც ძალიან დააგვიანა.

ვისი ბრალი იყო კასორლას მარტო დატოვება რთული სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ უხეშმა შეცდომამ ტიბო კურტუას განრისხება გამოიწვია.


აქვე იხილეთ კასორლას მეორე გოლი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა