მორიგი დარტყმა ლუკა მოდრიჩისგან

image


თუ ესპანურ ტელეარხ "Telemadrid"-ს დავუჯერებთ, ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

33 წლის ფეხბურთელს, რომელმაც წელს "ოქროს ბურთის" პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, "ბერნაბეუსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

როგორც ირკვევა, მოდრიჩმა "ლოს ბლანკოსის" შემოთავაზებას სკეპტიკურად შეხედა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მილანის "ინტერის" მხრიდან ხორვატის მიმართ არსებული ინტერესი და წინადადებები უფრო სარფიანი ჩანს. იტალიურმა კლუბმა ხორვატს მაგიდაზე 10 მილიონიანი შეთავაზება დაუდო. ამ ყველაფრის შემდგომ, მოდრიჩის მომდევნო სვლა სავარაუდოდ ჩინეთში გადასვლა, შემდგომ კი კარიერის დასრულება იქნება.

ოთხშაბათს, "ინტერის" სპორტულმა ხელმძღვანელმა პიერო აუსილიომ განაცხადა, რომ "მოდრიჩის გაფორმების სირთულე კარგად ესმოდა, თუმცა მისი აზრით, დღესდღეობით ფეხბურთში ვერაფერს გამორიცხავ".

იმავე "Telemadrid"-ის ინფორმაციით, მოდრიჩი "სამეფო კლუბისგან" გაცილებით უფრო სარგებლიან შემოთავაზებას ელის, თუმცა ზუსტად არაა ცნობილი რა თანხაზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი "10"-იანი წასვლას მოინდომებს, მადრიდის "რეალი" იძულებული იქნება, რომ ის ზაფხულში გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში მოდრიჩი თავისუფალი აგენტის როლში დატოვებს "თეთრებს". პარალელურად, "ბერნაბეუს" მენეჯმენტი არ ღელავს და ბოლომდე სჯერა, რომ მოდრიჩთან დაკავშირებული გაუგებრობა მალე მოგვარდება და ხორვატი კლუბში დარჩება.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა