ვინისიუს ჟუნიორის დებიუტი "კასტილიაში" დღეს შედგა (+ ვიდეო)

image


„მარაკანადან“ „ესტადიო ალფრედო დი სტეფანო“-მდე...

დღეს, ვინისიუს ჟუნიორმა ევროპულ ფეხბურთში მოგზაურობა ოფიციალურად დაიწყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი მადრიდის „რეალის“ B გუნდ „კასტილიაში“ შუადღით შედგა. მას და მის თანაგუნდელებს „ლას პალმასის“ B გუნდის წინააღმდეგ მოუწიათ ასპარეზობა.

„კასტილიამ“ მოწინააღმდეგე 2:0 ანგარიშით დაამარცხა. 18 წლის ბრაზილიელის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა. მატჩში მან 73 წუთი დაჰყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრის განმავლობაში თინეიჯერის ნიჭიერება რამდენჯერმე გამოვლინდა. მან მაღალ დონეზე იასპარეზა. ვინისიუსი მცველებს გვერდს მარტივად უვლიდა და არაერთი გადაცემა ქუსლითაც შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ჟუნიორი დიდი ოვაციითა და აპლოდისმენტებით გააცილეს.

ნიჭიერ ახალგაზრდას გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ თავის ახალ თანაგუნდელებს შეეწყოს, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი და მისი თამაშის ხარისხი ნამდვილად იმედის მომცემია.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა