იჯარით გაშვებული "რეალის" ფეხბურთელი, რომელმაც გარეტ ბეილი შეარცხვინა

image


მადრიდის „რეალის“ მიერ განათხოვრებული თავდამსხმელი „რაიო ვალიეკანოში“ თავის მეორე სეზონს ატარებს და წლევანდელ გათამაშებაში, გატანილი გოლების თვალსაზრისით, გარეტ ბეილსაც კი გადაუსწრო.

ცოტა ხნის წინ, 2018 წლის უკანასკნელ მატჩში, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა რაულ დე ტომასმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „რაიო ვალიეკანოს“ 3 ქულა უაღრესად ესაჭიროებოდა და მართლაც, დე ტომასის დახმარებით, გუნდმა „ლევანტეს“ სძლია.

კვირას, „ლა ლიგის“ მატჩში, დე ტომასმა შეხვედრის მეორე ნახევარში შეძლო გოლის გატანა და ახლა 24 წლის მოთამაშეს ესპანეთის ჩემპიონატში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ვიდრე გარეტ ბეილს. თავის მხრივ, ზაფხულში, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდგომ, მთელ იმედებს უელსელზე ამყარებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამაოდ.

საერთო ჯამში 1,113 სათამაშო წუთში, „რაიოს“ 24 წლის ფორვარდმა ლიგის მეხუთე გოლი გაიტანა. შედეგად, გამოდის რომ დე ტომასს 222,6 წუთში საშუალოდ 1 გოლი გააქვს.

რაულ დე ტომასმა გოლები „ალავესს“, „ესპანიოლს“, „ხეტაფეს“, „ვილიარეალსა“ და „ლევანტეს“ გაუტანა. 2011-2012 წლების შემდგომ, „რაიო ვალიეკანოს“ შემადგენლობაში, დე ტომასი ყველაზე აქტიური შემტევია. მიმდინარე კამპანიაში, საერთო ჯამში, დე ტომასმა 8 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება გარეტ ბეილს, 2018-2019 წლის „ლა ლიგის“ სეზონში, უელსელმა მეტოქე გუნდთა კარის აღება მხოლოდ 4-ჯერ შეძლო. საერთო ჯამში, ბეილმა მოედანზე 1,050 წუთი გაატარა. მას 262,5 წუთში საშუალოდ 1 გოლი გააქვს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ბეილი უკეთეს ფორმაში იყო. კამპანიის სასტარტო ეტაპზე, მან „ხეტაფეს“, „ჟირონასა“ და „ლეგანესს“ გაუტანა, რის შემდგომაც დიდი ჩავარდნა ჰქონდა. ბეილმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 მატჩში „ჰუესკას“ წინააღმდეგ (0:1) მოახერხა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა.

იქნებ უმჯობესი იყოს რაულ დე ტომასის "სამეფო კლუბში" დაბრუნება? როგორც ჩანს, ის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ უკვე მზადაა!

შეგახსენებთ, რომ რაულ დე ტომასი "რეალის" აკადემიის აღზრდილია. იგი "C" და "B" გუნდებში ასპარეზობდა, მაგრამ "ლოს ბლანკოსის" ძირითად გუნდში ჯერ-ჯერობით არ უასპარეზია.


აქვე იხილეთ რაულ დე ტომასის გამორჩეული მომენტები



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა