გარეტ ბეილის შესანიშნავი სტატისტიკა უკანასკნელ 6 მატჩში

image


გასული სეზონის მიწურულს, ბეილმა შესანიშნავად იასპარეზა და მიმდინარე წლის კამპანიაც ასეთივე შემართებით დაიწყო. მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, თავის ბოლო 6 შეხვედრაში, გარეტ ბეილს ან გოლი აქვს გატანილი ან შედეგიანი გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა. უფრო ზუსტად, უელსელს 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, თავად კი 7 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნულ სტატისტიკაში იგულისხმება კიევში, მადრიდის „რეალის“ სასარგებლოდ გატანილი 2 ბურთიც.

2017/8 წლების კამპანიის 36-ე მატჩში, მან კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა. შედეგად, „კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 ანგარიშით დასრულდა. მომდევნო მატჩი „სევილიას“ წინააღმდეგ, ბეილმა გამოტოვა. მოგვიანებით, „ბერნაბეუზე“, „სელტას“ წინააღმდეგ, მან დუბლი შეასრულა. სეზონი „ვილიარელის“ წინააღმდეგ გატანილი მორიგი გოლით დაასრულა - ამჯერად მოედანზე, სადაც მისი საკლუბო დებიუტი შედგა.

როგორც აღვნიშნეთ, ბეილმა ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი. მან „ლივერპულის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ერთ-ერთი გოლი კი სწორედ ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმა იყო, რომლის გამოც ბეილს „მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის" წოდება მიენიჭა.

თუმცაღა, ბეილის შედეგიანი ასპარეზობა აქ არ სრულდება. უელსელი მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავ ფორმაშია. „უეფას“ სუპერთასის ფინალში, სწორედ მისი გადაცემის წყალობით შეძლო კარიმ ბენზემამ „ატლეტიკოს“ კარში გოლის გატანა, ხოლო მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ პირველ მატჩში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ თავადაც გაიტანა გოლი. ამ უკანასკნელი მატჩის საბოლოო ანგარიში 2:0 გახლდათ.

საინტერესოა, როგორ იასპარეზებს დღეს „ჟირონას“ წინააღმდეგ 29 წლის უელსელი ვინგერი. ასეთ ფორმაში მყოფს, მეტოქისათვის ნამდვილად ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით, თბილისის დროით 00:15 საათზე, „ჟირონა“ მადრიდის „რეალს“ „მონტილივი“-ზე მასპინძლობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა