ხულენ ლოპეტეგის კომენტარი ლუკა ზიდანისა და ვინისიუს ჟუნიორის შესახებ

image


„ლა ლიგის“ მეორე ტურის ფარგლებში, „სამეფო გუნდი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდება. გასვლითი მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საკადრო სიახლეების შესახებ ისაუბრა.

„ლოს ბლანკოსის“ ესპანელი სპეციალისტის სიტყვებით, ზინედინ ზიდანის შვილი ლუკა ზიდანი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ სეზონს „რეალის“ მეორე გუნდ „კასტილიაში“ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლოპეტეგმა განაცხადა, რომ „რეალში“ მყოფი 5 გოლკიპერიდან, კლუბში მხოლოდ 3 დარჩებოდა.

„ლოს გალაქტიკოსის“ მწვრთნელი ვინისიუს ჟუნიორის მომავალსაც შეეხო. მან თქვა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი "რეალში" დარჩება და ძირითად გუნდნთან ერთად ივარჯიშებს. იგი, ზიდანის მსგავსად, "კასტილიაში" ითამაშებს და საჭიროების შემთხვევაში მადრიდის "რეალის" ძირითად გუნდშიც შეიძლება იასპარეზოს.

„ვინისიუსი ჩვენ გუნდშია. როდესაც მოვუხმობთ, მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა, მანამდე კი „კასტილიაში“ ითამაშებს. იგი ყოველდღიურად ჩვენ გვერდით ივარჯიშებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და ევროპაში სულ ახლახანს ჩამოვიდა. უფრო მეტის სწავლა სურს. საკუთარი თავის პოვნისა და დამშვიდებისათვის დრო ყველა ფეხბურთელს სჭირდება და ზუსტად ამ პერიოდს ვაძლევთ ვინისიუსს. ვარჯიშზე მისი პერფორმანსი უმაღლესი ხარისხისაა. ჟუნიორის პროგრესს დაკვირვებით ვადევნებთ თვალს და როდესაც ჩავთვლით, რომ სწორი დრო დადგა, იგი მატჩის დღეს ჩვენ გვერდით იქნება და მოგვეხმარება.“

„ლუკა ზიდანს რაც შეეხება, ისიც „კასტილიაში“ გადაინაცვლებს, სადაც ყოველ კვირა დღეს შეეძლება თამაში. დიდი ალბათობით ასე მოვიქცევით.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს „REALI.GE”.

შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით, "ჟირონა" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა