მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და "ალ-აინის" წინააღმდეგ ფინალს გამოტოვებს

image


პარასკევს დილით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მარკო ასენსიომ აბუ-დაბის სასტუმრო დატოვა და კლუბის ექიმ ნიკო მიჰიჩთან ერთად დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გასწია. შესაფასებელი იყო ფეხბურთელის მარჯვენა ფეხზე მიღებული კუნთის დაზიანების ხარისხი.

ფორვარდს კუნთი „რაიო ვალიეკანოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეჭიმა და მდგომარეობა „კაშიმა ანტლერსის“ შეხვედრაში კიდევ უფრო გაურთულდა. შედეგად, მან ხუთშაბათის ვარჯიში გამოტოვა.

ოთხშაბათს, „მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის“ 1/2 ფინალში, ასენსიო შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე 13 წუთი დაჰყო, მაგრამ იქამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს დაესწრო.

ახლა უკვე ოფიციალურად, მადრიდის „რეალის“ ვებგვერდზე დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასენსიოს მარჯვენა ფეხის კუნთის მე-2 ხარისხის დაზიანება აქვს.

სამედიცინო გამოკვლევებით დგინდება, რომ მარკო დაახლოებით 3-4 კვირის მანძილზე ვეღარ იასპარეზებს, შესაბამისად, ესპანელს „მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის“ ფინალის გამოტოვებაც მოუწევს.

ასენსიო კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ვარჯიშებს სავარაუდოდ 10 დღეში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ „მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის“ ფინალი ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება. მადრიდის „რეალი“ „ალ-აინს“ დაუპირისპირდება და ზედიზედ მე-3 "მსოფლიო საკლუბო თასის" მოგებას შეეცდება.


აქვე გთავაზობთ "კაშიმა" - "რეალის" მოკლე ვიდეო-მიმოხილვას



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა