მარსელოს ახალი მიღწევა

image


მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ 454 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სამეფო გუნდის" რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან, იგი ერთადერთი მოთამაშეა უცხო ქვეყნიდან, რომელსაც "თეთრებთან" ერთად ყველაზე მეტი სეზონი აქვს ჩატარებული.

მარსელო ამ სეზონშიც მადრიდის „რეალის“ რიგებში იასპარეზებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი „სამეფო გუნდთან“ ერთად თავის მე-13 სეზონს ჩაატარებს.

30 წლის ფეხბურთელის დებიუტი 2007 წლის 7 იანვარს, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ შედგა. აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, მარსელომ 454 მატჩი გამართა.

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, მარსელომ ახალი რეკორდი დაამყარა - კლუბის ისტორიაში, უცხო ქვეყნის არცერთ სხვა მოთამაშეს არ აქვს 13 სეზონი ჩატარებული. მართალია ისიც, რომ რობერტო კარლოსმა მარსელოზე მეტ შეხვედრაში იასპარეზა, საუბარია 527 მატჩზე, მაგრამ მას თანამემამულეზე მეტი სეზონი "რეალის" რიგებში არ გაუტარებია. კარლოსი "ლოს ბლანკოსში" 1996–2007 წლებში თამაშობდა.

გამოცდილმა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ „ლოს ბლანკოსთან“ ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიო საკლუბო თასი, 3 უეფას სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 2 ესპანეთის საფეხბურთო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

მარსელო მარცხენა ფლანგზე შეუპოვარი თამაშითაა ცნობილი.

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ბრაზილიელს 33 გოლი აქვს გატანილი. გასულ სეზონში, მან მოწინააღმდეგის კარში 5 გოლი გაიტანა, რითაც ერთ სეზონში გატანილი ბურთების რაოდენობით, კარიერაში თავის პერსონალურ საუკეთესო მაჩვენებელს გაუთანაბრდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა