ცნობილია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების რეიტინგი FIFA 19-ში

image


კრიშტიანუ რონალდუს მიერ მადრიდის „რეალის“ დატოვება არაერთგვაროვნად, მრავალი სხვადასხვა პერსპექტივით შეფასდა, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ „სამეფო გუნდი“ პორტუგალიელი ფორვარდის გარეშე უცნაურად გამოიყურება.

გვახსენდება ის, რაც ინგლისში მოხდა - სტივენ ჯერარდმა „ლივერპულში“ 17 წელი დაჰყო, ხოლო შემდგომ “LA გალაქსის“ შეუერთდა. ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან მასშტაბურობით განსხვავდება. და მაინც, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალში“ 9 წელი გაატარა და „ლოს ბლანკოსის“ სინონიმად იქცა, ისევე როგორც ჯერარდი იქცა „წითლების“ სახედ.

აღნიშნულს ისიც ემატება, რომ რონალდუ არც ამერიკაში გადაბარგებულა და არც ჩინურ სუპერ ლიგაში არ წასულა, არამედ შეუერთდა „იუვენტუსს“ - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბს, რომლის თამაშებსაც გულშემატკივრები ყოველკვირეულად ადევნებენ თვალს.

ცხადია, რომ „ბერნაბეუმ“ დიდი შემტევი ძალა დაკარგა. ერთ სეზონში 40 გატანილი გოლის ჩანაცვლება თითქმის წარმოუდგენელია. „ლოს გალაქტიკოსს“ ჯერ არცერთი ფეხბურთელის შემოერთების მიმართ არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯი, რაც დაგვეთანხმებით, რომ უჩველო მიდგომაა.

ყველაფრისდა მიუხედავად, ხულენ ლოპეტეგის საქმე არც ისე ცუდადაა, ყოველ შემთხვევაში ამას გვამცნობს FIFA 19, ვიდეო თამაში, რომელშიც მადრიდის „რეალის“ თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ცნობილია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების რეიტინგი FIFA 19-ში


გულშემატკივრები გარეტ ბეილისგან ელიან კრიშტიანუ რონალდუს როლის შეთავსებას. ამის იმედი თავად უელსელსაც აქვს. იგი მადრიდის „რეალის“ უმთავრეს საყრდენ ძალად უნდა იქცეს. ვიდეო თამაშში მას 88 რეიტინგი ხვდა წილად და მადრიდის „რეალის“ საწყის, საბაზისო შემტევ ძალად სულაც არ გვევლინება.

სამაგიეროდ, ეს პატივი ისკოს ხვდა წილად. ესპანელი ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ საუკეთესო თავდამსხმელია 89 რეიტინგით, მაგრამ ისკოს კიდევ 3 მოთამაშე უსწრებს, მათ შორის გოლკიპერი.

ტიბო კურტუა, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა მადრიდის „რეალს“ „ჩელსიდან“, 90 რეიტინგს ფლობს, იდენტური მაჩვენებელი ერგო წილად ტონი კროოსს, მაგრამ გუნდის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ლუკა მოდრიჩია 91 რეიტინგით - ის ხომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ცნეს:



საერთო ჯამში, ლოპეტეგის ფეხბურთელებს კარგი რეიტინგი ერგოთ, რაც მადრიდის „რეალის“ საერთო ქულაზეც აისახა, მაგრამ თუკი თვალს გადავავლებთ „იუვენტუსის“ შემადგენლობას, ვნახავთ, რომ 94 ქულით კრიშტიანუ რონალდუ მაინც უპირობო ლიდერია:



საინტერესოა, რა მოხდება მიმდინარე სეზონში და რამდენად ზუსტად აისახება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ვიდეო თამაშ FIFA 19-ში ნაჩვენები სტატისტიკა რეალობაზე.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა