ლოპეტეგის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა ზინედინ ზიდანი განარისხოს

image


მადრიდის „რეალის“ მეკარე და ზინედინ ზიდანის შვილი ლუკა ზიდანი გუნდის მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გეგმებში არ ფიგურირებს.

სწორედ ამიტომ, 20 წლის გოლკიპერი იჯარის ფარგლებში „ელჩეში“ გაემგზავრება, რომელსაც თავის მხრივ, კლუბის მეკარეებს შორის არსებული კონკურენციისა და ასპარეზობის ხარისხის ამაღლება სურს.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს, სამეფო კლუბმა უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინიც გადმოიყვანა. მადრიდის „რეალში“ ამ უკანასკნელის როლი და მომავალი დღემდე ბუნდოვანია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ანდრეი ლუნინი ნავასისა და კურტუას შემდგომ, „ლოს ბლანკოსის“ მესამე მეკარედ იქცევა.

აღნიშნულის პარალელურად, ბოლო ორი კვირაა, რაც უკრაინელის სახელს „ვალიადოლიდთან“, „ლეგანესთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ აკავშირებენ. ცნობილია, რომ ლუნინმა დასახელებულ კლუბთაგან ერთ-ერთში შესაძლოა იჯარის ფარგლებში იასპარეზოს.

ამგვარად, საინტერესოა, როგორ მიიღებს ამ ფაქტს ზინედინ ზიდანი და რა პოზიციას დაიკავებს ფრანგი სპეციალისტი თავის შვილ ლუკა ზიდანთან მიმართებით...

წყარო: ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა “Marca”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება