კაზემიროს რონალდუს დანაკლისის შესახებ ჰკითხეს - აი, რა უპასუხა ბრაზილიელმა

image


"კოპა დელ რეის" 1/2 ფინალში "ბარსელონასთან" დამარცხებას მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემიროც გამოეხმაურა.

"ბოლომდე ვიბრძოლეთ, დაუღალავად ვიშრომეთ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და შანსებიც შევქმენით. ეს ფეხბურთია და თუ ვერ გაიტან, მაშინ აუცილებლად გაგიტანენ. თუ არ მოკალი თამაში, დიდებული გუნდები ამისთვის გსჯიან. "ელ კლასიკო" პატარა დეტალებამდე დაიყვანება. "ბარსელონამ" სამი რეალური შანსი შექმნა და სამივე გამოიყენა. ახლა "ლა ლიგაზე" უნდა გადავერთოთ და "კოპა" დავივიწყოთ."

"კიდევ ერთხელ შევხვდებით "ბარსელონას" და იმედს ვიტოვებ, რომ იქ მაინც შევძლებთ შანსების გამოყენებას. სწორედ ეს გვევალება. მიმდინარე წლის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ვითამაშეთ, მაგრამ რა გაეწყობა. თუ ვმარცხდებით, ვმარცხდებით როგორც გუნდი. ასევეა გამარჯვების შემთხვევაშიც."

"მოთამაშე გვაკლდა და პენალტი ავიღე. არ გამიპროტესტებია. ბურთზე თამაში ვცადე, მაგრამ სუარესმა უფრო ჭკვიანურად ითამაშა და პენალტი სამართლიანად დაინიშნა."

"კრიშტიანუ რონალდუ ჩვენთან აღარ არის და მასზე ვეღარ ვილაპარაკებთ. 1 კვირის წინ ბენზემა იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. სწორედ საუკეთესი 9-იანის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ბენზემა, ვინისიუსი, ვასკესი, ბეილი - ისინი დიდებული მოთამაშეები არიან და მათთან ერთად უნდა განვაგრძოთ ბრძოლა."

"წარუმატებლობა მხოლოდ ვინისიუსს დააბრალო, ეს სისულელეა და არასწორი იქნება. 18 წლის ასაკში რა ფეხბურთსაც აჩვენებს, უბრალოდ დაუჯერებელია. მას არაფრის ეშინია და ბრწყინვალე მოთამაშეა."
- ნათქვამია კაზემიროს ინტერვიუში, რომელიც მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდსა და ესპანურ გამოცემა "Marca"-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" - "ბარსელონა" ახლა უკვე 2 მარტს, კვლავ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. მატჩი, რომელიც "ლა ლიგის" ეგიდით ჩატარდება, 23:45 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა